სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„არავითარი საფუძველი სასწავლო პროცესის გადადების, არ არსებობს“ - მინისტრი სკოლების უსაფრთხოებაზე
22-04-2024
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, არც ერთ სკოლაში არ აღმოჩნდა ის, რაზეც მითითება იყო სკოლებზე ტერაქტების თაობაზე „ტელეგრამით“ გავრცელებულ მუქარის შემცველ ინფორმაციაში.

„სკოლებში მისვლა უსაფრთხოა, სასწავლო პროცესი გრძელდება“ - სამინისტროს პასუხი „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციაზე

„დილით სწრაფად მოხდა სასკოლო საზოგადოებისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება და არავითარი საფუძველი სასწავლო პროცესის გადადების თაობაზე არ არსებობს“, განმარტა ამილახვარმა და დასძინა, რომ შესაბამისი უწყებები უკვე იძიებენ, ვინ იდგა სკოლებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის უკან.

„გუშინ საღამოს გავრცელდა მსგავსი ტიპის ინფორმაცია ერთ-ერთ ახლად შექმნილ „ტელეგრამ“ არხზე. მთელი ღამის განმავლობაში, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში როგორც სამინისტროს, ასევე შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ყველა დასახელებულ სკოლაში, რომელიც მითითებული იყო ამა თუ იმ განცხადებაში, მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ისინი უწყვეტად აგრძელებდნენ ამის გადამოწმებას და არსად, არც ერთ სკოლაში არ დადასტურდა ის, რაც ეწერა ამ ინფორმაციაში. ბუნებრივია, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, სწრაფად მიგვეწოდებინა სასკოლო საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია. არავითარი პანიკის და მით უმეტეს სწავლის გადადების საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან ყველა სკოლაში მოხდა გადამოწმება და ეს იყო უბრალოდ ცრუ განგაში. რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები უკვე იძიებენ თუ ვინ დგას ამის უკან და რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზნები და ამოცანები“, - განაცხადა ამილახვარმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება