| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად, სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა.
მოსწავლეებმა, ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო, თემატური პლაკატები და კედლი გაზეთი შექმნეს. მათ ამით გამოხატეს მშობლიური ენის მიმართ პატივისცემა.
„ერის სული გადანახულია მის ენაში, ხოლო ენის ხმალიცა და ფარიც მისი ანბანია. იგი უბრალოდ აზრის გადმოცემა კი არ არის ქაღალდზე, არამედ მასში გაცხადებულია მთელი კოსმიური სამყარო ,ქართული ანბანი ღვთაებრივ საიდუმლოს ინახავს და ამ საიდუმლოსთან მიახლოება უდიდესი მადლია.
თითქოს მარტივი, სახალისო აქტივობა - „ყველაზე გრძელი გრაგნილი“, მაგრამ იგი გიჩვენებს ,რომ პატარების დიდ სამყაროდან დანახული ქართული ასოების ფერად - ფერადი სამოსელი ეროვნული სული გახსნაა“, - გვიყვებიან სკოლაში.
ყველაზე გრძელი გრაგნილი პატარებმა მათთვის გამორჩეული ასოებით დაამშვენეს - მათ გამოიყენეს - ორნამენტები, სხვადასხვა ჩუქურთმა, ვაზის მტევნები და კლერტოები, ირმის რქებიანი რაე, სანის შუბი, ქანის აფრიალებული დროშა, განი ლაგვანის მუცლით, მინდვრის ყვავილები, მზე და ვარსკვლავები.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.
„ბედნიერი ხარ ,რომ შეგიძლია შეეხიდო შენს მოსწავლეებს მადლიანი ქართული ანბანის სამყაროში სიყვარულით შეაღონ კარები და შემდეგ თავისით გაუყვნენ ქართული მზით განათებულ გზას მტკიცედ და ამაყად“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობებს ხელძღვანელობდნენ ეწერის საჯარო სკოლის დაწყებითების კათედრა და პედაგოგები: თამარ აქირთავა, ნინო უბილავა, მთვარისა ფიფია, ირა მატუა, თინათინ მიქავა.
სკოლაში მშობლებს თანადგომისთვის მადლობას უხდიან, ასევე მადლობას უხდიან მშობელს მირანდა ძაძამიას აქტიური ჩართულობისთვის.
იხილეთ ფოტოები:„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება