სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის სხდომა რეზო გაბრიაძის შემოქმედებას მიეძღვნა
15-04-2024
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ამიტომაც, სკოლაში არაერთი თემატური აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა. ამჯერად, მკითხველთა კლუბმა „წიგნიერი“ მორიგი სხდომა გამართა, რომელიც მხატვარს, რეჟისორს მწერალსა და მოქანდაკეს - რეზო გაბრიაძეს მიეძღვნა. 

მოზარდებს რეზო გაბრიაძის ცხოვრება და შემოქმედება კინომცოდნე თამთა თურმანიძემ გააცნო. მან მოსწავლეებს აჩვენა ნაწყვეტები ანიმაციური ფილმიდან „ჰარი, ჰარალე, დედაო“, რომელიც მწერლის ცხოვრების, მათ შორის, ქუთაისში გატარებული ბავშვობის შესახებ მოგვითხრობს. კლუბის წევრებმა პრეზენტაცია გამართეს, ისაუბრეს რეზო გაბრიაძის ნაწარმოებების შესახებ და სტუმარს კითხვები დაუსვეს. 

„რეზო გაბრიაძე - მხატვარი, რეჟისორი, მწერალი, მოქანდაკე, რომლის შემოქმედება სიკეთითა და იუმორით არის გამსჭვალული და მოგვითხრობს, ერთი შეხედვით, უბრალო, მაგრამ სამუდამოდ დასამახსოვრებელ ისტორიებს. გაბრიაძის სამყარო არავის და არაფერს ჰგავს. გამორჩეულობას კი ავტორის ნიჭიერება განაპირობებს.
კლუბის შეკრება მეტად საინტერესო აღმოჩნდა. დაგეგმილია კიდევ სხვა აქტივობები დიდი ხელოვანის შემოქმედების უკეთ გასაცნობად“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება