| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ზესტაფონის მომავლის სკოლის“ პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებსა და გასვლით ღონისძიებებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და ჩართულობით ხასიათდება.
ახლახან, „ზესტაფონის მომავლის სკოლის“ მე-7 კლასის მოსწავლეები, ბიოლოგიაში, სასკოლო პროექტის ფარგლებში ეწვივნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ ზოოლოგიის მუზეუმს.
მოსწავლეებმა მუზეუმის უნიკალური ექსპონატები დაათვალიერეს. გაეცნენ ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებას, მათ შინაგან აგებულებასა და ემბრიონული განვითარების თავისებურებებს.
ნახეს მუზეუმში წარმოდგენილი საქართველოში ბინადარ და გადამფრენ ფრინველთა უნიკალური კოლექცია. ბავშვებისთვის მუზეუმში ვიზიტი მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, შთაბეჭდილებები კი დიდხანს გაჰყვებათ.
აქტივობას მასწავლებელი ნათია შალამბერიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას