სიახლეები
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო

„ჩემი მოსწავლეები საუკეთესოები მინდა იყვნენ ყველაფერში“ - დირექტორები მოსწავლეთა მიღწევებსა და მოტივაციაზე საუბრობენ
12-04-2024
-
+


2023-2024 სასწავლო წელი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. სკოლის დირექტორები და პედაგოგები თვალყურს აქტიურად ადევნებენ მოსწავლეთა შედეგებს. მოსწავლეები ცდილობენ სწავლის დასრულებამდე დარჩენილი ორი თვე ნაყოფიერად, თავის საკეთილდღეოდ გამოიყენოს - შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინოს. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ამას ოქროსა და ვერცხლის მედლის კანდიდატები აქცევენ, რომელთათვისაც თითოეული საგნის ქულა გადამწყვეტია.

საინტერესოა, ამ მხრივ სხვადასხვა სკოლაში როგორი მდგომარეობაა. არიან თუ არა სკოლის ხელმძღვანელები მოსწავლეთა ქულებით კმაყოფილნი და ჰყავთ თუ არა ოქროს მედალოსნები. როგორ ფიქრობენ, რა უნდა გაკეთდეს სკოლებში იმისთვის, რომ მოსწავლეთა მოტივაცია ამაღლდეს? - აღნიშნულ კითხვებთან დაკავშირებით საჯარო სკოლის ხელმძღვანელები etaloni-ge-ს სიღრმისეულად და საინტერესოდ ესაუბრნენ:

გიორგი იაკობიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში, დღეის მდგომარეობით  2 მედალოსანი გვყავს. ერთმა ოქროს მედალოსანმა დაამთავრა უკვე სკოლა, მეორე ვერცხლისმედალოსანია. ასევე, სამომავლოდ, მედლის 3 კანდიდატი გვყავს. ზოგადად, ჩვენი ბავშვები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით არიან განწყობილნი სწავლის მიმართ, რაც მთავარია აქვთ მაღალი მოტივაცია კარგად ისწავლონ და განვითარდნენ. ზოგადად, სიმართლე რომ გითხრათ, მე ბოლომდე კმაყოფილი არასდროს ვარ ხოლმე. ყოველთვის მეტი მინდა და შესაბამისად, მოსწავლეებთანაც მომთხოვნი ვარ. საუკეთესოები მინდა იყვნენ ყველაფერში. თუმცა, საერთო ჯამში, მაინც არ ვარ უკმაყოფილო ბავშვების მიღწევებით.

ზოგადად კი, იმისთვის რომ ბავშვს სწავლის სურვილი გაუჩნდეს, აუცილებელია მისი დაინტერესება. პირველ რიგში, შესაბამისი გარემო და განწყობა უნდა შეიქმნას როგორც სკოლაში, ასევე ოჯახში.  მაქსიმალურად უნდა მივაწოდოთ სასწავლო რესურსი, რასაც განვითარებისთვის გამოიყენებენ. ფიზიკოსი ვარ და ფიზიკიდან მოვიყვან მაგალითს. ბავშვს რომ ფიზიკა შეუყვარდეს და მისით დაინტერესდეს, უნდა შევთავაზოთ არა მხოლოდ თეორიული მასალა, არამედ პრაქტიკაში მისი გამოყენება.

მადონა ჭკადუა, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით ძალიან კმაყოფილი ვარ. მასწავლებლები მათ ყოველთვის ობიექტურად აფასებენ. ეს დღესაც დაადასტურეს ჩვენმა ბავშვებმა, „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობის დროს, სადაც ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს. იმისთვის, რომ მოსწავლეებში სწავლის მოტივაცია გაიზარდოს მნიშვნელოვანია მათ საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები შევთავაზოთ, სადაც მათი ჩართულობა მაღალი იქნება. ბავშვები უნდა იყვნენ დაინტერესებულები წიგნებით, ლიტერატურით. ჩვენ აქტიურად ვერთვებით მსგავს პროექტებში, როგორიც „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატია.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი სკოლა მცირეკონტინგენტიანია. გასულ წელს გვყავდა 1 ოქროს მედალოსანი, 2 წლის წინ კი ვერცხლის მედალოსანი. 

სოსო წულაია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი:

მედალოსნები არ გვყავს, მაგრამ ზოგადად, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებით კმაყოფილი ვარ. მონდომებულები არიან ბავშვები და ცდილობენ მეტი ისწავლონ, მიიღონ საჭირო, მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სკოლის როლი ამ მხრივ მნიშვნელოვანია. სწორედ სკოლამ უნდა შესთავაზოს მათ საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები, ღონისძიებები, პროექტები. აუცილებელია თავად ბავშვები იყვნენ აქტივობების ხელმძღვანელები, საკუთარი ხელით შექმნან სხვადასხვა თვალსაჩინოება და დასკვნა თავად გამოიტანონ. ასეთი უშუალო მონაწილეობით მათ ინტერესი უფრო გაუღრმავდებათ.

მარიამ რობაქიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი მოსწავლეების აკადემიური მოსწრებით კმაყოფილი ვარ, თუმცა, სამწუხაროდ, მედალოსნები არ გვყავს. მცირეკონტინგენტიანი სკოლის პირობაზე, კარგი შედეგები გვაქვს ამ ეტაპზე, მაგრამ გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, უკეთესია.

ზოგადად, ჩვენი ბავშვები მოტივირებულები არიან. მათ საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს ვთავაზობთ, რომლებშიც დიდი მონდომებით ერთვებიან. სკოლამ მათ თვალსაჩინო გაკვეთილები უნდა შესთავაზოს, რომ ეს მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლდეთ, რასაც ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ.

მანანა მჟავია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

წელს მედალოსნობის 4 კანდიდატი გვყავს, სავარაუდოდ ვერცხლისმედალოსანიც გვეყოლება. ეს ძალიან სასიხარულოა ჩემთვის. რაც შეეხება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. რა თქმა უნდა, გაუმჯობესებაც შეიძლება.

სამწუხაროდ, დროსთან შეუფერებელ, 200 წლის შენობაში ვართ, ძალიან ცუდი ინფრასტრუქტურა გვაქვს. ყოველ დღე ველოდებით, რომ დაიწყებენ მის რეაბილიტაციას, თუმცა ამაოდ. იმისთვის რომ ბავშვს სწავლის მოტივაცია ჰქონდეს, მას შესაბამისი პირობები უნდა შეუქმნა, რაც ჩვენთან სამწუხაროდ, არაა. არც სააქტო დარბაზი, არც სპორტის დარბაზი გვაქვს. როცა ეს ყველაფერი გამოსწორდება დარწმუნებული ვარ მოსწავლეებშიც უფრო მოიმატებს მოტივაცია და სწავლის მიმართ ინტერესი. სხვა მხრივ, ტრენინგებს ყოველთვის ვესწრებით და ვცდილობთ ამით მაინც გავამრავალფეროვნოთ სასწავლო პროცესი.


გია რამინაშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ონის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. რაც შეეხება ოქროს მედალოსნებს, ჯერჯერობით არ არიან გამოკვეთილნი.

იმისთვის რომ მოსწავლეებში სწავლის მოტივაცია გაიზარდოს მნიშვნელოვანია ისინი წავახალისოთ და საინტერესო აქტივობები შევთავაზოთ. ჩვენი სკოლის პედაგოგები ამას აქტიურად აკეთებენ, რაც ნამდვილად შედეგიანია.

მირანდა ჟორჟოლაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწრის საჯარო სკოლის დირექტორი:

მე-12 კლასში წელს 5 მოსწავლე გვყავს - აქედან 2 ოქროს მედალოსნობის კანდიდატია. ასევე მე-11 კლასში გვყავს ორი ოქროს მედლის კანდიდატი. ასევე წარჩინებული მოსწავლეები, რომლებმაც პორტატული კომპიუტერები მიიღეს.

რაც შეეხება მოსწავლეთა მონდომებას. დაწყებითი კლასების მოსწავლეებს რომ ვაკვირდები, ვამჩნევ მათ მოტივაციას, რაც ძალიან მახარებს. მშობლებიც ძალიან მობილიზებულები და ორიენტირებულები არიან - აქტიურად ერთვებიან მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში. იმედია, მომავალში კიდევ უფრო მონდომებით გააგრძელებენ სწავლას. პედაგოგები ყოველთვის კარიერულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულნი და შესაბამისად ეს ბავშვების მიღწევებზეც აისახება. 

მზია მუთოშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს საჯარო სკოლის დირექტორი:

შარშან 2 ოქროს მედალოსანი მოსწავლე გვყავდა. მე ახალი დირექტორი ვარ და ბოლო პერიოდის მიხედვით თუ შევაფასებ, მათი აკადემიური მოსწრებით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. მოსწავლეები მონდომებულები არიან და ენთუზიაზმით ცდილობენ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის მიღებას.

იმისთვის რომ მოსწავლეებს მოტივაცია ავუმაღლოთ, მნიშვნელოვანია სხვადასხვა, მრავალფეროვანი აქტივობა შევთავაზოთ. ახლაც სხვადასხვა ოლიმპიადაში, „მან-სან-კანში“ მონაწილეობენ და მომავალში კიდევ უფრო მეტად ჩავრთავ პროექტებში.

სკოლაში, მომავალი წლიდან, ჩვენ ვგეგმავთ ბევრი პროექტისა და აქტივობის განხორციელებას, რაც დარწმუნებული ვარ, რომ მოსწავლეთა შედეგებს გააუმჯობესებს.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU-ს იტალიის ქალაქ ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (UniNa) დელეგაცია, რექტორის, პროფესორ მატეო ლორიტოს ხელმძღვანელობით ეწვია

მასწავლებელთა ახალი სტანდარტი დამტკიცდა - დოკუმენტი პროფესიული განათლების პედაგოგებს ეხება

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების მშობელთა პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა“

თოვლი, სეტყვა, ელჭექი... - გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

უმაღლესი განათლების მქონეთა დასაქმების მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე მხოლოდ ზოგადი განათლების მქონე პირების - სტატისტიკა 15-29 წლის დასაქმებულ პირებს ეხება

პიროვნება
როგორც პედაგოგი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ერთი წუთითაც კი არ უფიქრია, რომ რჩეულ ათეულში მოხვდებოდა
სკოლები

ამ საქმის სულისჩამდგმელი მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი), იმხანად დეკანოზი დავითი გახლავთ

მოზარდები მათ ინტერესებზე მორგებულ სახალისო  აქტივობებში სიამოვნებით ერთვებიან

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი

საინტერესო

როგორ შეუძლია მასწავლებელს სწავლის განსხვავებული მიდგომების ერთ გავკეთილზე გამოყენება? 

მოსწავლეები ბევრად უფრო მოტივირებულები არიან, მათ ინტელექტუალურ თავსატეხებში წარმატების მიღწევა და მათი ბოლომდე ამოხსნა სურთ

დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...

სიახლეები
საზოგადოება