სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დამრიგებელს ადმინისტრაციული სახდელი შეეფარდა „მესენჯერში“ გავრცელებული ინფორმაციის გამო - დარღვევებზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური წერს
20-04-2024
-
+


თბილისის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა მონაცემების დამუშავების მინიმიზების პრინციპი დაარღვია, როს გამოც ადმინისტრაციული სახდელი შეეფარდა და უკანონოდ გამჟღავნებული მიმართვისა და ფოტოების წაშლა დაევალა - აღნიშნულის შესახებ პერსონალურ მონაცემთა სამსახურის 2023 წლის ანგარიშში ვკითხულობთ.

სამსახურმა, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შეტყობინების საფუძველზე, თბილისის საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ ბავშვების მონაცემების “Messenger”-ის ჯგუფებში გამჟღავნების კანონიერება შეისწავლა.

„შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ გაკვეთილის მიმდინარეობისას დამრიგებლის მხრიდან შშმ პირთა შესახებ გამოთქმულ შეხედულებას ერთ-ერთი მოსწავლის მძაფრი რეაქცია მოჰყვა, ვინაიდან მას ძმა ჰყავდა შშმ პირი, რომელიც იმავე სკოლაში სწავლობდა.

ინციდენტის მოგვარებაში ჩაერთო არასრულწლოვნის მშობელი, რომელმაც საქმის კურსში ჩააყენა სკოლის დირექტორი. მომხდარი ფაქტის გარშემო დაინტერესება კლასის სხვა მოსწავლეების მშობლებმაც გამოხატეს და შემთხვევა შეხვედრის ფარგლებში განიხილეს, ხოლო მოგვიანებით, არასრულწლოვნის დედამ განცხადებით სკოლის დისციპლინურ კომიტეტს მიმართა. აღნიშნული საქმისწარმოება კი დამრიგებლისთვის საყვედურის გამოცხადებით დასრულდა.

კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, დამრიგებელმა „Messenger“- ის ორ სხვადასხვა ჯგუფში მშობლის განცხადებაზე თავისი წერილობითი პასუხის ამსახველი ფოტოები განათავსა.

დამრიგებლის მიერ ჯგუფებში გამჟღავნებული მასალა შეიცავდა მოსწავლის მშობლის განცხადების ტექსტიდან ამონარიდებს და მათზე მასწავლებლის კომენტარებს, ასევე, არაერთი პირის საუბრის შინაარსს, გაკვეთილის მიმდინარეობისას და შემდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს, არასრულწლოვნებისა და მათთან დაკავშირებული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მომხდარი ფაქტის გამო მიმდინარე დისციპლინური საქმისწარმოების ფარგლებში გამოკვლეულ და შეფასებულ კონფიდენციალურ გარემოებებს, როგორც შემთხვევასთან უშუალოდ დაკავშირებული, ისე სხვა მოსწავლის სახელსა და გვარს, მათთან კომუნიკაციის შინაარსს, მოსწავლეების დამოკიდებულებებს კონკრეტული ფაქტების მიმართ და ა.შ. თავის მხრივ, პედაგოგმა განმარტა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია, რადგან განვითარებული მოვლენები თავისი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის საზიანოდ მიიჩნია.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ პედაგოგს შეეძლო თავისი პროფესიული რეპუტაციის დაცვა ნაკლები მოცულობის მონაცემების დამუშავების გზით, „Messenger“-ის ჯგუფებში მხოლოდ საკუთარი ზოგადი პოზიციის დაფიქსირებით, პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნებისა და გარემოებათა ზედმეტი დეტალიზების გარეშე.

სამსახურის გადაწყვეტილებით, პედაგოგი ცნობილ იქნა პერსონალური მონაცემების დამუშავების მინიმიზების პრინციპის დამრღვევად, რის გამოც მას შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი და დაევალა უკანონოდ გამჟღავნებული მიმართვისა და ფოტოების წაშლა. აღნიშნული მან გადაწყვეტილების ჩაბარებიდან უმოკლეს ვადაში შეასრულა“, - წერია სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება