ქართველ მსახიობს, კინორეჟისორსა და სცენარისტს ბაადურ წულაძეს ხვალ, 17 მაისს, 15:00 საათზე, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ბაადურ წულაძეს გივი ბერიკაშვილისა და დიმა ჯაიანის გვერდით დაკრძალავენ.
მსახიობი და კინორეჟისორი 13 მაისს, 83 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ბაადურ წულაძე საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი და ბათუმის საპატიო მოქალაქე იყო.
პირველად როგორც მსახიობი გამოჩნდა მიშა კობახიძის ფილმში „ქორწილი“. მას შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი.