ნიგოითის საჯარო სკოლაში „ყვავილების მეჯლისი“ გამართეს
ნიგოითის საჯარო სკოლაში სწავლის პარალელურად სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა. მაგალითად, ცოტა ხნის წინ II კლასის მოსწავლეებმა, ხელმძღვანელ ზინაიდა კუტალაიშვილის ორგანიზებით „ყვავილების მეჯლისი“ გამართეს.
მოსწავლეებმა კონცერტზე სხვადასხვა როლი მოირგეს, რომელიც ნიჭიერად შეასრულეს.
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები