სიახლეები
რჩევები

10 მიზეზი, თუ რატომაა საუზმე აუცილებელი
12-05-2018
-
+


დილის კვებაზე მუდმივი ჭიდილია ბავშვებსა და უფროს თაობას შორის. მშობლები საუზმის აუცილებლობაზე საუბრობენ, მოზარდებს კი ყოველთვის უჭმელად მიეჩქარებათ სკოლაში. 

მშობლებო, Etaloni.ge-მ ექიმ-დიეტოლოგების რჩევები მოიძია თქვენთვის და თქვნი შვილებისთვის.

გთავაზობთ 10 მიზეზს, თუ რატომ უნდა ისაუზმოთ დილით:

1. საუზმეზე უარის თქმა - სიმსუქნის ერთერთი მთავარი მიზეზია.

სტატისტიკის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ დილის კვებაზე, საშუალოდ 3 - 6 კილოგრამს იმატებენ წელიწადში. ექსპერტთა თქმით, დილით მიღებული კალორია ცხიმად არასდროს გადაიქცევა და ამასთან, საუზმე განსაზღვრავს შიმშილის გრძნობას მთელი დღის განმავლობაში.   

2. კვლევებით მტკიცდება, რომ საუზმე სისხლში თრომბოციტებისა და ქოლესტერინის დონეს ამცირებს და მინიმუმამდე დაჰყავს გულ - სისხლძარღვთა დაავადების რისკი.

3. საუზმე გონების საუკეთესო დამხმარეა.

დილით საჭირო საკვების მიღება, გონებას მეტად გახსნილსა და კონცენტრირებულს ხდის.

4.საუზმე ორგანიზმს აუცილებელი მინერალებითა და ვიტამინებით ავსებს და ენერგიის მატებით, ყოველდღიური სტრესის დაძლევაში გვეხმარება.

5. დილით კვება იმუნიტეტის საუკეთესო დამცველია.

მკვლევარები ამბობენ, რომ საუზმისმოყვარულები კარგი იმუნიტეტით გამოირჩევიან, რადგან ისინი ბაქტერიების წინააღმდეგ საჭირო მინერალებით არიან შეიარაღებულნი.  

6. ჭამასა და ჭამას შორის ხანგრძლივი ინტერვალი ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას იწვევს.

დილით ცხიმოვანი საკვების მიღება სხვადასხვა დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკაა.  

7. საუზმე ორგანიზმის მაღვიძარაა. 

რაც უფრო ადრე საუზმობთ, მით უფრო ადრე იღვიძებს და იწყებს მუშაობას თქვენი ორგანიზმი.  

8. დილით კვება განწყობის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა.

მშვიდ გარემოში საყვარელი საკვების მიღება დადებით ემოციებს იწვევს.  

9. საუზმე ყურადღების კონცენტრირებას უწყობს ხელს.

ამერიკული კვლევების თანახმად, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად საუზმობენ, იშვიათად ხვდებიან ავტოავარიებში.    

10. დილით კვება სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლოა.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება