ხევაშენის საჯარო სკოლა ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობდა
ხევაშენის საჯარო სკოლის გუნდმა მონაწილეობა ინტელექტუალური შეჯიბრის „რა? სად? როდის?“ ნახევარფინალში მიიღო. აღნიშნული აქტივობა საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებული პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ფარგლებში მოეწყო.
გუნდის წევრები იყვნენ თენგიზ ენდელაძე, გიორგი გორგოძე, მარი ძაძამია, იზა გორგოძე და მარი ნატრიაშვილი. გუნდის ხელმძღვანელი იამზე ჯოხაძე გახლდათ.
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი აქტივობა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები