კაცხის საჯარო სკოლასა და ბანოჯის საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კაცხის საჯარო სკოლასა და ბანოჯის საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სკოლები მომავალში ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას გეგმავენ.
მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით კაცხის საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორებმა მემორანდუმს საზეიმოდ მოაწერეს ხელი და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები