სიახლეები
სკოლები

სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი კვირა დედებს მიეძღვნა
12-03-2018
-
+

სამტრედიის №3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის აღსაზრდელებმა და უფროსკლასელებმა მშობლებს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს.

ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ ღონისძიებებს მიზანი ერთი ჰქონდათ: კიდევ ერთხელ ხმამაღლა ესაუბრათ იმ დიდ გრძნობაზე, რომელსაც დედაშვილობა ჰქვია.

კვირის განმავლობაში მოეწყო გამოფენა -  ,,მიყვარხარ დედა", მოსწავლეებმა წაიკითხეს საკუთარი და ცნობილი პოეტების ლექსები დედასთან დაკავშირებით. გაკეთდა ინსცენირება  ,, იავნანამ რა ჰქმნა". ბავშვებმა გამოფინეს კედლის გაზეთები, სადაც გააკეთეს მოკლე მინაწერები. ხელოვნების მასწავლებელმა (ქეთინო მეფარიშვილმა) დირექციასთან ერთად სიურპრიზი მოუწყო დამსწრე საზოგადოებას და აჩვენეს ვიდეორგოლი, სადაც მოსწავლეები ულოცავდნენ დედებს ამ ლამაზ დღეს. 

პატარებმა მშობლებს ყვავილები მიართვეს, უმღერეს, ლექსები წაუკითხეს და დაუხატეს.

ღონისძიების ბოლოს კი საკუთარი ხელებით დაამზადეს მისალოცი ბარათები და დედებს მიართვეს.  

ღონისძიებამ მოწონება დაიმსახურა, როგორც სკოლის მოსწავლეებში, ისე მასწავლებლებში. 

გაზაფხულის პირველი თვის პირველმა კვირამ ემოციურად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო

საზოგადოება