სიახლეები
სიახლეები

ზოგადი უნარების გამოცდის იმიტაციაში მონაწილეობა მე-12 კლასის მოსწავლეებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ
19-02-2018
-
+

ზოგადი უნარების გამოცდის იმიტაციაში მონაწილეობა მეთორმეტეკლასელებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ტესტირება 28 თებერვალს თბილისში, ჭყონდიდელის N26-ში ჩატარდება. ტესტირების მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ საკუთარი თავი სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში. ტესტირებისას გამოყენებული იქნება ზოგადი უნარების ტესტის სრული, ახალი ვერსია (პროექტის ფარგლებში გამოყენებული დავალებები არ გამოქვეყნდება). აბიტურიენტები ტესტირების შედეგს ტესტირების დასრულებისთანავე შეიტყობენ.

აბიტურიენტები იმუშავებენ ტესტის ბუკლეტზე, ხოლო პასუხებს აღნიშნავენ პასუხების ფურცელზე. ტესტის თითოეული - ვერბალური და მათემატიკური - ნაწილისათვის გამოყოფილია 1 საათი და 35 წუთი. შესაბამისად, მთლიანად ტესტირება 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდება.

ზოგადი უნარების იმიტირებული გამოცდისათვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 20 თებერვლის 16:00 საათიდან 27 თებერვლის 18:00 საათამდე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო

საზოგადოება