სიახლეები
საინტერესო

ერთხელ ნიუ-იორკის მეტროში მგზავრობის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა ჩარლი ჩაპლინმა ჯიბეში ოქროს საათი აღმოაჩინა...
16-04-2018
-
+

ერთხელ ნიუ-იორკის მეტროში მგზავრობის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა ჩარლი ჩაპლინმა ჯიბეში ოქროს საათი აღმოაჩინა. 

რადგან ვერაფრით გაიგო, საიდან მოხვდა ეს ძვირფასი ნივთი მასთან, გადაწყვიტა საათის პოლიციაში ჩაბარება. ასეც მოიქცა.

მეორე დღეს ანონიმური წერილი მიიღო: „ძვირფასო მისტერ ჩაპლინ, გწერთ პროფესიონალი ჯიბის ქურდი. გუშინ მეტროში ვიღაცას ჯიბიდან ამოვუღე შესანიშნავი ოქროს საათი, შემდეგ თქვენ დაგინახეთ და საათი ჯიბეში ჩაგიდეთ. იმიტომ, რომ თქვენთვის საჩუქრის გაკეთება გადავწყვიტე.“

პოლიციამ დიდხანს ეძება საათის პატრონი და რადგან ვერ იპოვა, ჩარლი ჩაპლინს დაუბრუნა. ამ ამბავმა გაზეთებში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ცოტა ხნის შემდეგ ჩარლიმ კიდევ ერთი ანონიმური წერილი მიიღო: „ძვირფასო მისტერ ჩაპლინ, ერთი წლის წინ მე ვიმგზავრე მეტროთი და მომპარეს ოქროს საათი. ამის გამო ძლიერ ვინერვიულე, მაგრამ ახლა, როცა წავიკითხე, რომ ჯიბის ქურდმა ის თქვენ გაჩუქათ, მინდა, რომ საათი თქვენთან დარჩეს. და რადგან მეც თქვენი ტალანტის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, წერილთან ერთად მაგ საათისთვის გიგზავნით ოქროს ძეწკვს.“

დღეს ჩარლზ ჩაპლინის დაბადების დღეა. 

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ

საზოგადოება