ქუთაისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა
15-09-2017
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.
ახალი სასწავლო წლის აღნიშვნას ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი და ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში დაესწრნენ.
საზეიმო მიღებაზე მათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიმართეს და წარმატებები უსურვეს.
სასწავლო პროცესი ქუთაისის 50-მდე საჯარო და კერძო სკოლაში ერთდროულად დაიწყო.
წელს ქუთაისის საჯარო სკოლებში 3000-მდე პირველკლასელი მივიდა.