სიახლეები
ყველაზე პოპულარული


„ქალაქობანა“ - თამაში „90-იანი“ წლებიდან
20-06-2018
-
+


21-ე საუკუნეში ადამიანები ინტერნეტდამოკიდებულები გახდნენ. თამაშები, რომელსაც ე.წ ''90-იანი'' წლების ბავშვები აქტიურად თამაშობდნენ, დავიწყებას მიეცა. ერთ-ერთი ასეთია - ''ქალაქობანა''. 

ალბათ, ყველას გახსოვთ ეს თამაში და მასთან დაკავშირებული სიტყვები ''დახაზე'', ''ჩამოხაზე'', ''სტოპ'', ''ფრინველი დაწერე?'', "რა დაგრჩათ?'', ''აა, მივხვდი, სტოპ!'' 

თამაშის პრინციპი:

''ქალაქობანას'' თამაშის დროს ორი ან რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს ცოდნის სწრაფად გამოვლენაში ეჯიბრება. ფურცელზე ჰორიზონტალურ ხაზზე ჩამოწერილია ქალაქი, სოფელი, სახელი, გვარი, ცხოველი, ფრინველი, მცენარე და ჯამი.    

ერთ-ერთი მონაწილე ფურცლის კიდეში იწყებს ხაზების დასმას, თითოეული ხაზი ანბანის თითო ასოს აღნიშნავს.

როგორც ფოტოზეა მოცემული. 


ანუ ამ შემთხვევაში თამაში იწყება ი ასოზე. მონაწილეები ი ასოზე დაწყებულ ქალაქს, სოფელს, სახელს, გვარს, ცხოველს, ფრინველსა და მცენარეს რაც შეიძლება სწრაფად წერენ შესაბამისს გრაფაში.    




ვინც პირველი დაამთავრებს შევსებას, წამოიძახებს სიტყვას  - ''სტოპ!''    

ქულების დაწერის პრინციპი:

5 ქულა
- თუ ყველა მონაწილეს ერთი და იგივე სიტყვა უწერია. 10 ქულა - თუ ყველა მონაწილეს განსხვავებული სიტყვა უწერია. 20 ქულა - თუ მხოლოდ ერთმა მონაწილემ გაიხსენა ი ასოზე დაწყებული სიტყვა.    

მონაწილეებს შორის ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, გამარჯვებულიც სწორედ ის იქნება.  

შენიშვნა* 

ასეთია თამაშის ძირითადი წესები. წესებში ცვლილებების შეტანა მონაწილეების შეთანხმების შედეგად ხდება. (შეიძლება სიტყვების გრაფაში დაემატოს ქვეყანა, მდინარე, ყვავილი... ასევე, შეიძლება ქულების დაწერის პრინციპიც შეიცვალოს.)

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება 

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

მოსწავლეები ასევე შეუერთდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას

ბალღოჯიანის საჯარო სკოლა თამარ კირიაკოვს გულითადად ულოცავს ამ მნიშვნელოვან აღიარებას
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება