ერედის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა „ბოლო ზარისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გამართეს
16-07-2019
დაკოპირებულია
-
+
მცხეთის მუნიციპალიტეტის ერედის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა „ბოლო ზარისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
ღონისძიებას ორგანიზება კლასის ხელმძღვანელმა თამარ ზარიაშვილმა გაუწია.
მეთორმეტეკლასელები სკოლაში თეთრი მაისურებით მივიდნენ და ერთმანეთისთვის სურვილებიც არ დაიშურეს. კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა კი მოსწავლეებს საუკეთესო მომავალი უსურვეს.