ახუთის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „მეწარმეობის საფუძვლებისადმი“ ინტერესის გაძლიერების მიზნით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
11-07-2019
დაკოპირებულია
-
+
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ახუთის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნისადმი - „მეწარმეობის საფუძვლები“ ინტერესის გაძლიერების მიზნით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
„მე-10 კლასში 2018-2019 სასწავლო წელს არჩევით საგნად ისწავლებოდა - „მეწარმეობის საფუძვლები“. საგნისადმი ინტერესის გაძლიერება, პროფესიის არჩევაში დაკვალიანება, ეკოწიგნიერების განვითარება იყო მიზანი 8 ივნისს დაგეგმილი ექსკურსიისა ქ. მარტვილში - „საოჯახო მარანი-ოდაში“, რომლის სულის ჩამდგმელია ქალბატონი ქეთი ნინიძე. ძალიან საინტერესოდ წარიმართა ჩვენი შეხვედრა. კითხვა-პასუხის რეჟიმით განხორციელებული დიალოგი გასცდა კონკრეტულ მიზნებს, წამოიჭრა მრავლისმომცველი საინტერესო და აქტუალური თემები. უბრალოებით, განათლებითა და ადამიანებისადმი განსაკუთრებული ურთიერთობით თავი დაგვამახსოვრა და შეგვაყვარა ქალბატონმა ქეთი ნინიძემ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.