სიახლეები
სიახლეები

თბილისის საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო
19-06-2019
-
+


თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს 12 საათზე დაიწყო.

რეგისტრაცია შესაძლებელია ყველა იმ აპლიკანტისთვის, რომელიც არ შედიოდა პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში.

მსურველებს აღსაზრდელების დარეგისტრირება შეეძლებათ ვებ-გვერდზე – registration.kids.org.ge.

რეგისტრაციის პირველი ეტაპზე განხორციელდა იმ ბავშვების რეგისტრაცია, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთა და-ძმა უკვე ირიცხებიან ბაღში, არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონენი, ასევე იმ ოჯახის წევრი ბავშვები, რომლებიც 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალდნენ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე აცხადებს, რომ რეგისტრაციის გავლას შეძლებენ 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები.

„12:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია, 2  წლიდან ასაკის ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ვებ-გვერდს მიაკითხონ, შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და ასეთი საშუალებით შეძლებენ მშობლები, დაარეგისტრირონ ბავშვები. წელს ჩვენ გვაქვს 15 000 ადგილი, 2 000 ადგილი უკვე შევსებულია. ასე რომ, 13 000 ვაკანტური ადგილი არის“, – განაცხადა კახა გვანცელაძემ.

ამასთან, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო მშობლებს აფრთხილებს ყურადღება მიაქციონ ასაკობრივ ჯგუფებს, რომელშიც ბავშვებს არეგისტრირებენ.

„გაითვალისწინეთ, რომ უნდა შეარჩიოთ ის ასაკობრივი ჯგუფი, რა ასაკისაც არის ბავშვი 16 სექტემბრის მდგომარეობით. მაგალითად, თუ ბავშვი ოქტომბერში ხდება 4 წლის, თქვენ მაინც 3-4 წლიანების ჯგუფი უნდა აირჩიოთ, რადგან ბავშვი 16 სექტემბერს იქნება 3 წლის და 11 თვის. ანალოგიურად სხვა ასაკობრივ ჯგუფებში. თუ ბავშვი 16 სექტემბერს ხდება 4 წლის, მაშინ ირჩევთ 4-5 წლიანთა ჯგუფს. 

ყურადღებით შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და გადაამოწმეთ ბავშვის რეგისტრაცია გადასამოწმებელ ველში, რომელიც რეგისტრაციის ბლანკის დაბლაა განთავსებული.

ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის გვერდზე არ მუშაობს copy-paste ფუნქცია, შესაბამისად, ვერ შეძლებთ სხვა დოკუმენტიდან დაკოპირებას და გადატანას სარეგისტრაციო ბლანკზე“, - აცხადებენ სააგენტოში.

რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული ბავშვის მშობელმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს კონკრეტულ საბავშვო ბაღში. ეს დოკუმენტებია: დაბადების მოწმობის ასლი; ორი ფოტოსურათი (ბიომეტრიული); ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა; მშობლების პირადობის მოწმობის ასლი.

იხილეთ ასევე: თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტო მშობლებს ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხობს


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება