მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დმანისის მუნიციპალიტეტის კიზილქილისას საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.
„მოეწყო ლამაზად გაფორმებული კუთხე, რომელსაც „ჩვენი სურვილების ასრულების დაფა“ ვუწოდეთ, აქ ბავშვები წერდნენ თავის ყველაზე დიდ სურვილს, რომელიც შემდეგ აუცილებლად აუსრულდებოდათ.
ხელოვნების მასწავლებელმა - გულნარა დევნოზაშვილმა - ბავშვები სმაილებით მოხატა.
სპეციალურმა მასწავლებელმა - ლელა ახვლედიანმა - სკოლის ყველა მოსწავლის და მათ შორის სსსმ მოსწავლეების ჩართულობით მოამზადა პრეზენტაცია - „1 ივნისის ისტორია“, - ნათქვამია სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: