მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს რაიონის ქვემო ვაშლოვანის სკოლა ჩართულია ბათუმის პროფესიული სწავლების კოლეჯ „ბლექსის“ პროგრამაში, სადაც ჭრა-კერვის კურსები ისწავლება.
საინტერესო და სახალისო პროექტი რომელსაც ბათუმის პროფესიული სასწავლებელი „ბლექსი“ ახორციელებს დასასრულს უახლოვდება.
სულ მალე მოსწავლეებს ექნებათ დეფილე, სადაც წარმოდგენილი იქნება მოსწავლეთა დიზაინით შექმნილი სხვადასხვა საღამოსა და სამეჯლისო კაბები.
სკოლის დირექცია მოსწავლეთა სახელით მადლობას უხდის ბათუმის პროფესიული სასწავლებელს „ბლექს“ და კოლეჯის ადმინისტრაციას თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.
იხილეთ ფოტოები: