თბილისის N214 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში კონკურსი - „ლამაზი სკოლა“ ჩატარდა
05-06-2019
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N214 საჯარო სკოლა ჩართული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამაში - „მომავლის თაობა“, რომელსაც სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლიზიკო ქოჩორაძე ხელმძღვანელობდა.
პროგრამის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში სკოლაში არაერთი ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის ერთ-ერთი იყო კონკურსი- „ლამაზი სკოლა“.
კონკურსში მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ და სკოლის იერსახეზე იზრუნეს.