სიახლეები
სკოლები

თბილისის N142 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ჩვენი ენა ქართული“ გაიმართა
04-06-2019
-
+

თბილისის N142 საჯარო სკოლაში I კლასის დამამთავრებელი ღონისძიება - „ჩვენი ენა ქართული“ გაიმართა.

კლასის დამრიგებლის, ნაილი ბახტურიძის პატარა შეგირდებმა სცენაზე დგომის გამოცდილება მიიღეს და დარბაზში შეკრებილებს მშობლიური ენის სიყვარულით სავსე სიტყვები და მუსიკალური ჰანგები შესთავაზეს.

„მხატვრულად ისაუბრეს საქართველოს ისტორიასა და ქართული ენის მნიშვნელობაზე. დიდი იაკობ გოგებაშვილის - „დედა ენის“ სიმბოლოდ ქცეული ყვავილის, იის ფერით დამშვენებულმა გოგო-ბიჭებმა ჩვენი საამაყო ანბანის ხმოვნები და თანხმოვნები პოეტური სტრიქონებით შეამკეს. ღონისძიებას ასევე ამშვენებდა ტრადიციული, ქორეოგრაფიული ნომერი პატარა მოცეკვავეების შესრულებით.

ზეიმის ბოლოს, ნაილი მასწავლებელს ღირსეული პედაგოგობისათვის, მშობლების სახელით, მადლობის სიგელი გადაეცა. სიმბოლური დიპლომებით დაჯილდოვდნენ მისი მოსწავლეებიც...

პირადად ჩემთვის, როგორც პოეტისთვის, რომელსაც არაერთ ღონისძიებაში მიუღია მონაწილეობა, ყველაზე ემოციური წუთები იყო, როცა შესაძლებლობა მომეცა, ჩემი შვილის და მისი კლასელების ღონისძიებაში ჩავრთულიყავი საკუთარი ლექსით, რომელიც ზეიმის თემის შესაბამისად, ჩვენს საყვარელ სამშობლოს და მომავალი თაობის იმედს ეძღვნება. ამ შესაძლებლობისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ქალბატონ ნაილის და სკოლის დირექციას!“,-აღნიშნავს I კლასის მშობელი თეა თაბაგარი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„ყველა საგანი უკავშირდება სხვა რომელიმე სფეროს და ინტეგრირება ხდება სხვადასხვა საგანთან“
 
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
საინტერესო

საზოგადოება