რაჭისუბნის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, რაჭისუბნის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ გაიმართა. მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ.
სპორტული ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.
იხილეთ ფოტოები