„მათემატიკა ჩემს სამყაროში“ - აფხაზეთის N2 საჯარო სკოლამ საინტერესო კონფერენციას უმასპინძლა
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლამ მათემატიკაში სასკოლო კონფერენციას უმასპინძლა.თემაზე „მათემატიკა ჩემს სამყაროში“ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლისა და თბილისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები მუშაობდნენ.
მათ მიერ წარდგენილი მოხსენებები მრავლისმომცველი, საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა აუდიტორიისთვის.
კონფერენციის დასასრულს, მათემატიკის კათედრის წევრებმა მოსწავლეებს მეგობრული რჩევები და გამოცდილება გაუზიარეს.
მონაწილე მოსწავლეები სკოლამ სიგელებით დააჯილდოვა.
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ორგანიზატორებს საინტერესო კონფერენციის მოწყობისთვის.
იხილეთ ფოტოები