აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ
24-05-2019
დაკოპირებულია
-
+
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი (1-4) კლასების მოსწავლეები, დამრიგებლებთან ერთად მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა სპექტაკლი - „ურჩხული და ლამაზმანი“ ნახეს.
„მოსწავლეებმა ნახეს სპექტაკლი - „ურჩხული და ლამაზმანი“- ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული და პოპულარული ზღაპარი სიყვარულზე – ამბავი უფლისწულზე, რომელსაც ჯადოქარი ურჩხულად აქცევს. მოჯადოებული ურჩხულის სასახლეში ბავშვები შეხვდნენ საყვარელ პერსონაჟებს: ბელსა და მორისს, ლუმიერსა და კოგსვორთს, ქალბატონ ჩაიდანს, მადამ დე გარდერობსა და სხვებს. ეს კიდევ ერთი ზღაპრული დღე იყო მათთვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.