სიახლეები
ეტალონი

მეტი ზრუნვისა და წარმატებისთვის ლანჩხუთი Izrune.ge-ში ჩართულობის მასშტაბებს ზრდის
09-05-2019
-
+


ხაჯალიის საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის,  izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას, რომელსაც თავად პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, ლანჩხუთის რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე, ლანჩხუთის სკოლის წარმატებული დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

აუდიტორია  izrune.ge-ს მთავარ მიზანს - ოჯახის, ბავშვისა და სკოლის ერთი მიზნით გაერთიანებასა და პროექტის საგანმანათლებლო ინოვაციებს ოვაციებით შეხვდა და აღნიშნა, რომ ლანჩხუთი მეტი აქტივობითა და წარმატებით გააგრძელებს თანამშრომლობას.

პორტალში უკვე ჩართული სკოლების მენეჯერებმა კოლეგებს Izrune.ge-ს შედეგები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, მათ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე, სასწავლო პროცესში მშობელთა სისტემურ ჩართვასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ისაუბრეს.

ამასთან, რესურსცენტრი და დირექტორები izrune.ge-ს ირგვლივ კლასების გაერთიანებასა და დამრიგებელთა როლის ზრდას მიესალმებიან. ისინი მშობლებთან ერთად იწყებენ ზრუნვას „მეგობრული“, „სუპერ“ და „მომავლის კლასის“ ტიტულის მოსაპოვებლად.

შეგახსენებთ, რომ:

„მეგობრული კლასი“ ეს არის სასტარტო წამახალისებელი ტიტული, რომელიც კლასს Izrune.ge-ში მოსწავლეთა 90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება;

„თვის სუპერ კლასი“ მეგობრული კლასის წამახალისებელი ცალკეული თვის შემაჯამებელი ტიტულია.  „მეგობრულ კლასს“ ეს წოდება Izrune.ge-ში ჩართულ მოსწავლეთა ყოველი თვის  „შემაჯამებელი ტესტის“ შედეგების მიხედვით ენიჭება, მაშინ, როდესაც კლასის თვის საშუალო შეწონილი ქულა არის 77 ქულა, ან მეტი.

„მომავლის კლასი“ „მეგობრული კლასის“ წამახალისებელი, უკვე წლის შემაჯამებელი ტიტულია, რომელიც კლასს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით მიენიჭება. უფრო ზუსტად, 10 თვიდან კლასი 6-ჯერ, ან მეტჯერ თუ გახდება „სუპერ კლასი“, ის ხდება „სასწავლო წლის მომავლის კლასი“, მოსწავლეთა აქტიურ მშობლებს კი „მომავლის მშობელის“ წოდება მიენიჭებათ.

შეხვედრის დასასრულს, საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე 2017-2018 სასწავლო წელს სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები თავად პროექტის ავტორმა გადასცა და უპრეცენდენტო ინიციატივაც გააჟღერა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება