ძილში ლაპარაკს სამედიცინო ენაზე სომნოლოკია ეწოდება.
სტატისტიკის მიხედვით, ბავშვების 25% ძილში ლაპარაკობს. ზრდასრულებში კი ეს პრობლემა 5%-ს აწუხებს.
ყველაზე ხშირად ძილში ბავშვები და ემოციური ადამიანები საუბრობენ. ძილის დროს რეგულარულად ლაპარაკობენ ისინი, ვინც ძილის უკმარისობას ან სტრესს უჩივის.
ძილში საუბრის მიზეზი შეიძლება იყოს დეპრესია, ალკოჰოლი ან მაღალი ტემპერატურა. ზოგიერთი ძილში მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს წამოიყვირებს, ზოგი კი ამბებს ყვება. როგორც წესი, როცა ძილში ადამიანი რამდენიმე სიტყვას ამბობს, სიზმარს აღწერს.
მშვიდი და ღრმა ძილისთვის ექიმები გვირჩევენ ძილის ხარისხისა და ხანგრძლივობის გაზრდას.