სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„ათოსნები შატალოზე არ დადიან“ - პედაგოგების 3 არასწორი დარიგება მოსწავლეებს
28-03-2019
-
+


სწორისა და არასწორის განსაზღვრება პირობითია და ინდივიდუალურ აღქმაზეა დამოკიდებული.... თუმცა, მიუხედავად კეთილი მიზნებისა, არსებობს მასწავლებელთა სტანდარტული და გავრცელებული დარიგებები, რომლებიც გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით შესაძლოა, არასწორად მივიჩნიოთ.

„თუ ვინმე რამეს გაწყენინებს მითხარი და დავსჯი“ - ალბათ, ყველას გაგიგიათ ეს სიტყვები სასკოლო ასაკში და გიფიქრიათ, როგორ გამოჩნდებოდით თანაკლასელების თვალში, თუ მასწავლებლის დარიგებას მიჰყვებოდით. გექნებოდათ „ენატანიას“ სახელი და კიდევ უფრო დიდ აგრესიას დაიმსახურებდით თანატოლებისგან.

რატომღაც, ეს ფაქტორი ხშირად უგულებელყოფილი რჩება და პრობლემის სისტემური მოგვარების ნაცვლად, მარტივ ხერხს ირჩევენ. გარდა კლასში დამკვიდრებული სტატუსისა, პედაგოგის ზემოთქმული მიდგომა „დათვურ სამსახურს“ უწევს მოსწავლეს და მისი სოციალური უნარების განვითარებასა და კლასელებთან კომუნიკაციის დამყარებას აფერხებს. უფროსები ყოველთვის ბავშვის გვერდით ვერ იქნებიან და ვერ დაიცავენ მას.

„თუ გადააწერინებ, ტესტებს ჩამოგართმევ“ - ბუნებრივია, პედაგოგებს სურთ, რომ განათლებული მოსწავლეები ჰყავდეთ და რეალური წარმატების მიღწევა ინდივიდუალურ მუშაობასა და შემეცნებაზეა დამოკიდებული, თუმცა მიდგომა, რომ საშინაო დავალება თუ საკონტროლო ნაშრომი კლასელებმა ერთმანეთს არ გადააწერინონ და თუ ერთმანეთს დაეხმარებიან ამისათვის დაისჯებიან, არასწორია. კლასი მეგობრული უნდა იყოს და მათ ერთიანობას მასწავლებელი უწყობდეს ხელს.

ათოსნები შატალოზე არ დადიან“ - ამ მიდგომაში გაკვეთილების გაცდენისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გარდა, რაც პედაგოგთა მხრიდან ლოგიკურია, აისახება მიდგომა, რომ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეს შეცდომისა და მოდუნების უფლება არ აქვს. რაც მოზარდში მუდმივ დაძაბულობას, სტრესსა და წარუმატებლობის შიშის სინდრომის ჩამოყალიბებას იწვევს. არადა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვერ იქნები და შეცდომების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.


კომენტარები


სკოლები
მოსწავლეებმა სტუმრების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს
სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია
სიახლეები
30%-ის და მეტის გაცდენის გამო, ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისა და გამოცდის ჩაბარების ვადები განისაზღვრა
დღეს გავიგე რომ ჩვენს სკოლაში სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა შესარჩევი კენჭისყრაა
სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნები 09:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა 16:00 საათამდე გაგრძელდება
სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 5 ივნისიდან დაიწყო და 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდა.

თუ თქვენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეთ 

საინტერესო
etaloni.ge არდადეგებზე სანახავი ფილმების კოლექციას გთავაზობთ
გოგონები იმ 19 ადამიანს შორის არიან, რომლებიც ტრაგიკულად ემსხვერპლნენ სტიქიას
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და სასკოლო ცხოვრება სულ უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს...
სკოლის ბუფეტები სერიოზული პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც სერიოზული ძალისხმევა სჭირდება
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
გზა ევროპისკენ - კითხვებს ქუთაისის 6 სკოლიდან  78 გამოცდილი პედაგოგი ადგენს
შესაბამისი ლიტერატურისა და კითხვების შედგენაში პორტალის გამორჩეულად აქტიური და წარმატებული სკოლები მონაწილეობენ
თბილისის N11 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ნინო ჯაბანიშვილი
ახლა კი, გთავაზობთ  ივლისი-აგვისტოში წასაკითხი წიგნების სიას კლასების მიხედვით
ქართული კულტურა და საქართველოს ისტორიული არჩევანი – გზა ევროპისკენ
საზოგადოება