სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი - მოტივაცია, სტიმული, მუხტი“ - ქარელი ჩემპიონატის პირველი ტურის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს
22-03-2019
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტში 21 მარტს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 8 აპრილს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა,  რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს

მერიის წარმომადგენელი ვასილ ბაქრაძე:

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ტესტირებამ მშვიდად და წყნარად ჩაიარა და მოსწავლეებიც საკმაოდ აქტიურად ჩაერთნენ. როგორც ყოველთვის, ჩვენი რაიონის მოსწავლეები მაქსიმალურად ერთვებიან ჩემპიონატში. „ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების განათლების დონის ამაღლებას და აძლევს მათ მოტივაციას და სტიმულს. პროექტი ერთგვარი შესაძლებლობაა, მიიღო განათლება და იყო წარმატებული და წარჩინებული. ყოველივე ამის გათვალისწინებით, „ეტალონზე“ მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია“. 

რესურსცენტრის უფროსი გიორგი კობახიძე:

„რამდენადაც ვიცი, ჩემპიონატის პირველი ეტაპის ტესტირება მშვიდად და წყნარად დასრულდა. მოსწავლეები ხალისით და ინტერესით ჩაერთნენ ჩემპიონატში და ეს ყოველთვის ასეა ხოლმე. მე რამდენიმე მოსწავლესაც გავესაუბრე და ისინი ძალიან კმაყოფილები არიან შედეგებით და ზოგადად, ტესტირებით. „ეტალონი“ ზრდის მოტივაციას და მოსწავლეს აძლევს საშუალებას, გამოავლინოს საკუთარი ცოდნა. მეორე ტურში გადასულ ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ“. 

აბანოს საჯარო სკოლის დირექტორი ია ვართასაშვილი:

„ჩვენი სკოლა საბაზოა და აქედან გამომდინარე, ჩემპიონატში მერვე-მეცხრე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. მათმა უმეტესობამ გადალახა ბარიერი და ახლა მეორე ტურში მოსახვედრად ეჯიბრებიან ერთმანეთს. ჩვენ შარშან გავიმარჯვეთ და იმედი გვაქვს წელსაც წარვადგენთ ჩვენს რაიონს ფინალზე“. 

აბანოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მარინე თოთლაძე:

„მოსწავლეები ხალისით და ინტერესით ჩაერთნენ ჩემპიონატში. ტესტირებამ წარმატებით და ყველა წესის დაცვით, მშვიდ და წყნარ გარემოში ჩაიარა. „ეტალონი“ არის ის პროექტი, რომელშიც ყველა მოსწავლე აუცილებლად უნდა ჩაერთოს. ეს მათ მეტ ცოდნას და მოტივაციას მისცემს მომავალი წარმატებების მისაღწევად“.

ბებნისის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა კოპაძე:

„ჩემპიონატში სულ 27 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან უმეტესობამ გადალახა 50 ქულიანი ბარიერი  და ასევე, დაფიქსირდა, მაღალი ქულებიც. მართლია, ცოტა ერთულათ მოსწავლეებს ტესტები, თუმცა, საერთო ჯამში, შედეგით კმაყოფილები ვართ. „ეტალონი“ არის ძალიან სასარგებლო და საჭირო პროექტი და ვისურვებდით, რომ მოსწავლეებს უფრო ხშირად ეძლეოდეთ ასეთ პროექტებში მონაწილეობის შანსი“. 

ავლევის საჯარო სკოლის დირექტორი ოლია ღვინიაშვილი: 

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და აქედან გამომდინარე, ჩემპიონატში ყველა მოსწავლე ჩაერთო. ტესტირებაში მონაწილე სამი მოსწავლიდან ბარიერი მხოლოდ ერთმა გადალახა. მეორე ტურისთვის მზადებაც ნელ-ნელა უკვე დავიწყეთ. რაც შეეხება, უშუალოდ ტესტირების პროცესს, მშვიდად და წყნარად, ნორმალურ ვითარებაში ჩატარდა“. 

ავლევის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი  იამზე ჩუტკერაშვილი: 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, ჩვენ მაინც მაქსიმალურად ვცდილობთ ტესტირებაში აქტიურად მონაწილეობას. მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ერთვებიან ჩემპიონატში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე ტურშიც მიაღწევენ წარმატებას“. 

 ცერონისის საჯარო სკოლის დირექტორი  თამარ ფარასტაშვილი: 

„ტესტირებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ჩვენ სკოლაში მოსწავლეების მცირე რაოდენობა გვყავს და ამ რაოდენობიდან გამომდინარე, დასწრება ნორმალური იყო. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში მოსწავლეები ყოველთვის დიდი ინტერესითა და მოლოდინით ერთვებიან. წარმატებები მათ მეორე ტურში“. 

ცერონისის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნანი თოთლაძე:

„ტესტირებამ ორგანიზებულად, მშვიდ და წყნარ ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეები ჩემპიონატში აქტიურად ჩაერთნენ. ჯერ არ ვიცით, რამდენი მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში, თუმცა 50-ქულიანი ბარიერი უმეტესობამ გადალხა და ისინი სერტიფიკატებს მიიღებენ“. 

ზღუდერის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე ავალიანი:

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, თუმცა მოსწავლეები მაინც მაქსიმალურად ჩაერთნენ ჩემპიონატში. შეძლებისდაგვარად, მათ მოახერხეს და დადეს კარგი შედეგი, წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ დავალებებს. „ეტალონი“ მოსწავლეებს აძლევს განათლების მიღების სურვილს და ვისურვებდი, რომ მსგავსი პროექტები ხშირად ტარდებოდეს“. 

ზღუდერის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა ჯოხთაბერიძე: 

„წინა წელთან შედარებით, წელს მოსწავლეები ჩემპიონატში უფრო აქტიურად და ინტერესით ჩაერთნენ. თუმცა, რატომღაც მათმა უმეტესობამ „მამულიშვილი“ აირჩია და მაღალი ქულების მიუხედავად, ვერ გადავიდნენ შემდეგ ტურში. მიუხედავად ამისა, მათი ნამუშევრებით მაინც კმაყოფილები ვართ და შემდეგი წლისთვის წარმატებებს ვუსურვებთ“. 

ქარელის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ საზანდრიშვილი:

„ეტალონის“ პედაგოგმა და სხვა დამხმარე მასწავლებლებმა ჩემპიონატის პირველი ტური ორგანიზებულად ჩაატარეს. ტესტირებამ მშვიდ და წყნარ გარემოში ჩაიარა. წელს ჩემპიონატში 47 მოსწავლე მონაწილეობდა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მერვე-მეცხრე კლასის მოსწავლეები. მეორე ტურში გადასული მოსწავლეების ვინაობა ჯერ არ ვიცით და შესაბამისად, მეორე ეტაპისთვის აქტიური მზადება ჯერ არ დაგვიწყია“. 

ქარელის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ელენე ლებანიძე: 

„როგორც ყოველთვის, მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ ჩემპიონატში. ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც მათი საკმაოდ დიდი რაოდენობა მონაწილეობდა ჩემპიონატში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსნი არიან მერვე-მეცხრეკლასელები, რომლებმაც საკმაოდ წარმატებით გაართვეს თავი ტესტებს“. 

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს ახალი ვარიანტი შეიქმნა
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
აღნიშნულ აქციას სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე და დირექტორის მოადგილე - დალი სილაგაძე შეუერთდნენ
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება