სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორია სკოლამდელი განათლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
05-03-2019
-
+


სკოლამდელი განათლება ბევრ ქვეყანაში განიხილება როგორც ბავშვის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი პროგრამა.

გთავაზობთ განვიხილოთ რამდენიმე ქვეყანის სკოლამდელი განათლების სისტემა. 

დიდი ბრიტანეთი - განათლების ინგლისური სისტემა ბავშვს დაწყებით სკოლაში სამი ან ოთხი წლიდან იღებს.  ასევე ხუთი წლის ბავშვებისთვის ეწყობა მოსამზადებელი კლასები. 

დიდ ბრიტანეთი სკოლამდელი დაწესებულებების დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. 

ინგლისური აღზრდა მიმართულია ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე. დაწყებით სკოლაში ადაპტაციის პირველ დღეებს ბავშვი დედასთან ერთად გადის.

სკოლამდელ დაწესებულებებში ერთი ამღზრდელი სამიდან ხუთ წლამდე ასაკის სამი-ხუთი ბავშვის აღზრდით არის დაკავებული. 

britaneti.jpg

ბელგია - ამ ქყევანაში ბაგა-ბაღში ბავშვები 2,5 წლამდე დადიან. რასაც მეორე საფეხური - საბავშვო სკოლა მოსდევს, რომელიც 6 წლამდე გრძელდება. ასეთ სკოლაში სწავლა პრაქტიკულ სწავლებაზეა აგებული. 

საბავშვის სკოლა იმავე შენობაში  მდებარეობს, რომელშიც დაწყებითი კლასები. საბავშვო სკოლებში არ არსებობს მშობელთა კრება, სამ თვეში ერთხელ მასწავლებელი ერთი ბავშვის მშობლებს ხვდება და მათთან მის მიღწევებს განიხილავს. 

დანიაში - სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში მუშაობის დაწყებამდე პედაგოგიური პერსონალი სამი წლის განმავლობაში პედაგოგიკაში, ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში მოზადებას გადის.

აღმზრდელის პროფესია, ამ ქვეყენაში მოთხოვნადია არა მხოლოდ ქალებში, არამედ მამაკაცებშიც.

ბაგა ბაღებში 9 თვიდან 2,10 წლამდე ბავშვები მიჰყავთ, საბავშვო ბაღში კი ბავშვები ხუთ წლამდე დადიან. ჯგუფში მაქსიმუმ 15 ბავშვი და სამი ამღზრდელია. საინტერესო მოვლენაა გასვლითი ბაღები. აღსაზრდელებს ბავშვები მთელი დღით ბუნებაში გაჰყავთ და იქ ატარებენ დროს. სკოლამდელი განათლება დანიაში ბავშვებს მაქსიმალურ დამოუკიდებლობას აძლევს. 

sdfsfsdf.jpg

სკოლამდელი განათლება გერმანიაში წარმოდგენილია საბავშვო ბაღებით (Kindergarten). საბავშვო ბაღებში ბავშვებს 3-დან 6-წლამდე იღებენ, 6 წლის ასაკში კი ბავშვები სკოლაში მიდიან.

თუ სკოლაში შესვლის შემდეგ ბავშვები რაიმე მიზეზით სხვა ბავშვებს განვითარებაში ჩამორჩებიან, ისინი თანატოლებს სპეციალურ სკოლამდელ კლასებში (Vorklassen) და სკოლასთან არსებულ საბავშვო ბაღებში (Schulkindergarten) ეწევიან. 

გერმანიის ბაღებში რიგი ბავშვის დაბადებამდე დგება, სამი წლის ასაკში ბავშვის საბავშვი ბაღში მოხვედრა დიდი გამართლებაა. ყველა სახელმწიფო და კერძო ბაღი ინკლუზიურია, ფიქსირებული რაოდენობის ადგილებით განსაკუთრებული ბავშვებისთვის.

აღზრდის პირველი წესი -ეს არის მოსწავლის პატივისცემა და მისი დამოუკიდებლობის წახალისება.

ბავშვს უფლება აქვს თავად მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ ასევე არსებობს გარკვეული წესები: ჰიგიენის დაცვა, თავაზიანი კომუნიკაცია, თამაშის შემდეგ წესრგის დამყარება და ა.შ.

ნებისმიერ ბაღში, მიმართულების მიუხედაად, პირიორიტეტში ბავშვის მრავალმხრივი განვითარება დგას. ყოველ დღე აღმზრდელი ერთ თემატურ გაკვეთილს ატარებს. დიდი ყურადღება ეთმობა საზოგადოებისა და ბუნების შესწავლას.

ganatleabsd.jpg

სკოლამდელი განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში საბავშვო სკოლამდელ დაწესებულებებში - ბაგა ბაღებში, საბავშვო ბაღებში, განმავითარებელ და მოსამზადებელ სკოლამდელ ცენტრებში ხორციელდება. 

სახელმწიფო ხელს უწყობს სკოლამდელი დაწესებულებების საგანმანათლებლო ფუნქციების გაუმჯობესებას და ხშირად ოჯახს ბავშვისთვის სკოლამდელი განათლების მიღებაში ფინანსურ დახმარებას უწევს.

სკოლამდელი საგანმანათლებლო სისტემა ძალიან განვითარებულია იაპონიაში. ქვეყანაში ბავშვის ნიჭისა და უნარების გამოვლენისაკენ მიმართული მრავალრიცხოვანი წრეები და სექციებია. აღსანიშნავია, რომ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას იაპონურ სკოლამდელ დაწესებულებებში ძალიან სერიოზულად უდგებიან. თითოეულ საბავშვო ბაღს სამედიცინო პერსონალი - ჯანმრთელობის კურატორი, ფარმაცევტი და თერაპევტი ჰყავს. ამასთან, ფაქტობრივად ყველა საბავშვო ბაღს საცურაო აუზი აქვს, სადაც სიარული ბავშვებს არდადეგების დროსაც შეუძლიათ. 


კომენტარები


სკოლები
სექტემბრიდან ხაშურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს დახვდებათ უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო
„დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა“
სკოლის აღსაზრდელები ბანაკისთვის კონკურსის შედეგად შეირჩნენ
სიახლეები
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალი ცნობილია
განისაზღვრა მიმართულებები და დღეს ეს ინფორმაცია განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეც
წესი არ ვრცელდება სპეციალურ მასწავლებელზე
ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა
საინტერესო
ბავშვებს სთავაზობენ ვეგეტარიანულ, ჰიპოალერგიულ და დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილ საკვებს
ასევე არ დაგავიწყდეთ სკოლის მოსწავლისთვის სამუშაო ადგილის მოწყობა
ეს მცენარე ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სანიტარია
პატარის მუცლად ყოფნა, დედის მოლოდინი და განცდები მშობიარობის დროს ბავშვის დაბადების მომენტს დაუვიწყარს ხდის მშობლებისთვის
კარგია თუ ზურგჩანთას ექნება დამატებითი ქამარი
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება