სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„ჩცდ“-ს მთვარისას უცნაური სასკოლო ცხოვრება - „სამი სკოლა მაქვს გამოცვლილი. მე–5 კლასამდე კასპში ვსწავლობდი...“
14-02-2019
-
+


ქეთი ხუციშვილი, რომელიც საზოგადოებამ სერიალჩემი ცოლის დაქალებიდანგაიცნო, პროფესიით იურისტია. ამბობს, რომ უმაღლესი სასწავლებელი ძლივს დაამთავრა, არც სკოლა უყვარდა და არც სწავლა. მხოლოდ  მშობლების ხათრით თუ სწავლობდა და ისიცგაჭირვებულ სამიანებზე. ქეთი ხუციშვილს ერთი შვილი ჰყავს – 17 წლის გიორგი და მას ყველანაირ არჩევანში სრულ თავისუფლებას აძლევს, რადგან, როგორც ამბობს, რაც თავად ყველაზე მეტად უყვარდა, იმის შესწავლა ვერ მოახერხა...

სამი სკოლა მაქვს გამოცვლილი. მე–5 კლასამდე კასპში ვსწავლობდი. მერე თბილისში გადმოვედი და მე–9 კლასამდე ერთ სკოლაში ვსწავლობდი. მე–9 კლასიდან სხვა სკოლაში გადავედი.

- ბავშვისთვის სკოლების ხშირი ცვლა ალბათ რთულია...

- რა თქმა უნდა, რთული იყო. ხალხი მხვდება და მეუბნებიან, რომ ჩემი კლასელები იყვნენ, მე კი არ მახსოვს. ამის გამო ხშირად ვვარდები უხერხულ მდგომარეობაში. ალბათ ზოგს ჰგონია, პოპულარული ქალი გახდა და თავს იფასებსო. ყველას ხომ ვერ ავუხსნი?! ზოგ ჩემს კურსელსაც ვერ ვცნობ. დაუსწრებელზე ვსწავლობდი და... მსაყვედურობენ, ვეღარ გვცნობო. თავად გამოეცვალათ აბა სამი სკოლა და 20 წლის მერე შეხვედროდნენ, იცნობდნენ?! მაინც ყველას ბოდიშს ვუხდი.

isisisis.jpg

- ქეთი, რა პროფესიის ხართ?

- იურისტი ქალი ვარ, ოღონდ, – არშემდგარი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ იქ სწავლის წლები ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო. მეზიზღებოდა უნივერსიტეტში სიარული. რაც არ გინდა და არ გიყვარს, იმას ძალით ვერ ისწავლი. არც ვიწუხებდი თავს, რადგან არ იყო ჩემი და არც მესმოდა.

- რატომ ჩააბარეთ თავის დროზე?

- იმიტომ, რომ გამოუცდელი ვიყავი და არ მესმოდა, რომ არჩევანში თავისუფალი უნდა იყო და შენი გაიტანო. ახლა ჩემს გმირს, ლუნას რომ ვუყურებ, მისნაირი რომ ვყოფილიყავი, ბევრ წარმატებას მივაღწევდი. პრინციპულობა მაკლდა და თან საკმაოდ მკაცრი მშობლებიც მყავდა. მათზე ვიყავი მინდობილი და მამაჩემი წყვტდა, სად ვისწავლიდი. მას უნდა გადაეხადა სწავლის გადასახადი. მამამ მკითხა, სად გინდა ჩააბაროო და ვუპასუხე, სადაც შენ გინდა-მეთქი. ახლა ამაზე ბევრს ვიცინი. მითხრა, მოდი, იურიდიულზე ჩააბარე და ადვოკატი გახდი ან მოსამართლეო. მეც დავუქნიე თავი. ერთი წელი ვემზადებოდი ჩასაბარებელ საგნებში და ჩავაბარე, მაგრამ ის 5 წელი ჩემთვის კოშმარი იყო. კიდევ კარგი, დაუსწრებელზე ვსწავლობდი, თორემ ორმაგად უარესი იქნებოდა, დღის დასწრებულზე რომ მესწავლა. ის 5 წელი ისე გაიწელა, მგონია, 15 წელი ვისწავლე. გამოცდების პერიოდი ისეთი კოშმარი იყო, არასოდეს მავიწყდება. ის სამართლის კანონები და წესები ჩემთვის ჩინურივით რთული იყო. ალბათ ჩინურს უფრო ვისწავლიდი, ვიდრე იმ კოდექსებს. ასე რომ, ბოდიში, მამა, ვერ გაგიმართლე!

51915443_2027485037359654_7501840348801400832_n.jpg

- ნაწყენი ხართ მამაზე?

- არა, პირიქით, ჩემზე ფიქრობდა და უნდოდა, საუკეთესო პროფესია მქონოდა. თან ამ ყველაფერს ხომ თანხები სჭირდებოდა, რაც მან გაიღო. ის წლები დაკარგულად მიმაჩნია. დიპლომი მიდევს სახლში, მაგრამ ამ გადასახედიდან ჯობდა, საერთოდ არ ჩამებარებინა უნივერსიტეტში, მხოლოდ სკოლის ატესტატი მქონოდა და ის მეკეთებინა, რაც უგონოდ მიყვარს.

- რა გიყვართ?

- სამეჯლისო ცეკვები. ის 5 წელი რომ ცეკვაზე დამეხარჯა, დარწმუნებული ვარ, სასწაული მოცეკვავე დავდგებოდი. ვერც იურისტი დადგა ჩემგან და ვერც მოცეკვავე გავხდი. მე 17 წლის ბიჭი მყავს და მის გადაწყვეტილებებში საერთოდ არ ვერევი. რაც უნდა, ყველაფერზე თავს ვუქნევ.

- რა მიზნები და მისწრაფებები აქვს თქვენს შვილს?

 - ძალიან დამოუკიდებელი და მიზანდასახულია და უნდა, კულინარია შეისწავლოს, მერე კი ევროპაში წავიდეს და იქ განვითარდეს ამ კუთხით. მე ყველაფერში დავეხმარები და მამაჩემიც დამიდგება გვერდით, თორემ მარტო რას შევძლებ?! არც ვიცი, რა ნიშნებზე სწავლობს, თუმცა ვიცი, რომ კარგ შეფასებებს იღებს. დამოუკიდებელი ბავშვია და არაფერში არ ვერევი. ყველა ახალგაზრდას ვურჩევ, რაც გულით უნდათ, ის აკეთონ.

- თავის დროზე, მსახიობობაზე არ გიფიქრიათ?

- არა, არც მიოცნებია. ვერც იმას წარმოვიდგენდი ოდესმე, რომ ასეთ პოპულარულ სერიალში ვითამაშებდი. ჩემში ეს ნიჭი მუდამ იდო. ბავშვობიდან სულ პაროდიებს ვაკეთებდი. 500 კაცში შემეძლო რაღაც მეთქვა ან მემღერა, არაფრის მრცხვენოდა. შინაგანი თავისუფლება სულ მქონდა. იმხელა ენერგეტიკა იდო ჩემში, რომ 40 წლის ასაკში მაინც გამიმართლა, როცა სერიალში მიმიწვიეს.

- სერიალში მღერით. რეალურ ცხოვრებაშიც?

 - სახლში სულ ვმღეროდითდედაჩემი, მე და ჩემი დები. ჩვენი სახლიდან სულ სიმღერის ხმა გადიოდა. ახლა მეგობრების წრეში ვმღერი. იქ ხმის დიაპაზონს და სხვა დეტალებს არავინ მიმოწმებს. ცეკვა ან სიმღერა რომ საფუძვლიანად მესწავლა თავის დროზე, ნამდვილი პროფესიონალი ვიქნებოდი.

- სკოლის წლები და იქ სწავლის პროცესი როგორ გახსოვთ, როგორი ბავშვი იყავით?

 - ძალიან კომუნიკაბელური, თამამი და თავისუფალი ვიყავი, თუმცა ბევრ ბავშვთან ვერ ვმეგობრობდი, რადგან ყალბი ურთიერთობები დღემდე არ შემიძლია. ვერ ვეგუებოდი სკოლას და მასწავლებლებს. სკოლაში მისვლა მეზიზღებოდა.

- არც სწავლობდით?

- სწავლაც მეზიზღებოდა. დაფასთან რომ გამომიძახებდა მასწავლებელი, ისეთი სტრესი მემართებოდა, ერთი კვირა რეაბილიტაცია მჭირდებოდა. არც ვიცი, ეს რისი ბრალი იყო... ჩემი უფროსი და ნათია  კარგად სწავლობდა და სანიმუშოთა დაფაზე იყო მისი ფოტო გამოკრული. მე კი მეშინოდა, გვერდით დაფაზე, რომელსაც ეწერავინ გვარცხვენს“, ჩემი ფოტო არ გამოეკრათ. მადლობა ღმერთს, გადავრჩი!

- ასე ცუდად სწავლობდით?

 - გაუბედურებული სამიანები მეწერა. კარგი, გადაგარჩენ და დაგიწერ სამიანსოასე  მიწერდნენ ნიშნებს. მაგას ჯობდა, ნაღდი ოროსანი ვყოფილიყავი. არ მახსოვს, 5–იანი მიმეღო ოდესმე. 4–იანს თუ მივიღებდი, ეს 5–იანზე მეტს ნიშნავდა ჩემთვის.

- არც ერთი საგანი არ გიყვარდათ?

 -არა! ვალდებულების გამო ვსწავლობდი ცოტას, რომ სკოლიდან არ გამოვეგდე. ხანდახან ისტორიის გაკვეთილი მომწონდა, როცა რაიმე ახალ ამბავს ვიგებდი. მათემატიკა, ფიზიკა... უი, უი, უი... რომ გითხრათ, ვწუხვარ და განვიცდი რომ არ ვსწავლობდიმეთქი, მოგატყუებთ. არ მინანია, რადგან არ მინდოდა და მორჩა!

- არც მხატვრული ლიტერატურის კითხვა გიყვარდათ?

- დედაჩემი დამაჭერინებდა ხოლმე რაღაც წიგნს ხელში ზაფხულში და კი ვკითხულობდი ძალდატანებით... ჩემი და კი ამ დროს უამრავ წიგნს კითხულობდა.

ზოგადი განათლების არქონას ცხოვრებაში ხელი არ შეუშლია? რთული არ არის, როცა, მაგალითად, რაღაც ცნობილ წიგნს არჩევენ და შენ აზრზე არ ხარ რაზეა საუბარი?

ჩემთვის არაფერში არ შეუშლია ხელი! მე რაც მინდოდა და მაინტერესებდა, იმას წამში ვითვისებდი. ხომ არაა საჭირო, ყველამ ყველაფერი იცოდეს?! მაგალითად, ნებისმიერ ენაზე დაწერილი სიმღერა 5 წუთში შემიძლია თავიდან ბოლომდე დავამუშაო და ვიმღერო, როგორი ურთულესი მელოდიაც უნდა იყოს. ვიღაც შეიძლება ძალიან განათლებულია, უამრავი წიგნი აქვს წაკითხული, მაგრამ მუსიკაში არაფერი ესმოდეს. ასე ავსებენ ადამიანები ერთმანეთს.

- რომელიმე უცხო ენა იცით?

- ცოტა რუსული ვიცი, ცოტაესპანური, ცოტაფრანგული. ესპანურზე რამდენიმე თვე ვიარე და მასწავლებელი გაგიჟებული იყო, ასე უცბად როგორ ითვისებო. ბოლოს გარკვეული პრობლემების გამო დავანებე თავი, თორემ ახლა კარგად მეცოდინებოდა. დედაჩემი ფრანგულის მასწავლებელი იყო და მხოლოდ ამ საგანში მქონდა მაღალი ნიშანი, მაგრამ მერე ამ ენის სწავლასაც დავანებე თავი.

- სერიალის გარდა კიდევ რას საქმიანობთ?

სხვას არაფერს ვაკეთებ. ამ გადაღებებს იმხელა დრო და ენერგია მიაქვს, სურვილიც არ მაქვს, კიდევ დამატებით ვაკეთო რამე. ხან ღამის ორ საათზე ვბრუნდები სახლში, ხან დილაადრიან გავდივარ. მე და ჩემი შვილი მარტო ვცხოვრობთ და მასაც მიხედვა უნდა... თუმცა, თუ ნორმალური სამსახური გამომიჩნდება, ზარმაცი არ ვარ, გავალ და ვიმუშავებ. ჯერჯერობით, არანაირი სხვა შემოთავაზება არ მქონია.

51760994_248513876024841_4083340530610601984_n.jpg

- ბავშვობის წლებიდან რა გენატრებათ?

არაფერი! არ მენატრება ბავშვობამახსოვს, როგორ ვნატრობდი, მალე გავზრდილიყავი, რომ დამოუკიდებლად მეცხოვრა. სულ მაკონტროლებდნენ, მე კი შინაგანი თავისუფლება მაღალ დონეზე მქონდა... ახლა რომ ვარ ბედნიერი, ასეთი ბავშვობაშიც არ ვყოფილვარ. ახლა ჩემთვის ოქროს ხანაა. სწორედ ის ამისრულდა, რაზეც ბავშვობაში ვვოცნებობდი. დედაჩემი მეუბნებოდა, გაიზრდები და ნახავ, სკოლა როგორ მოგენატრებაო. გავიზარდე, მაგრამ ერთი წუთიც არ მახსოვს, რომ ბავშვობა ან სკოლა მომნატრებოდა. მიკვირს, რომ ამბობენ ხოლმე ბავშვობა მენატრებაო. ჩემი შვილი რომ სკოლაში წავიდა, „ფეისბუქზედავწერე, რა ბედნიერი ვარ, მე რომ არ მივდივარ სკოლაში-მეთქი. სიცილით დაიხოცნენ ჩემი მეგობრები. რას ამბობთ, რა მონატრება, როგორც იქნა, სკოლაში და უნივერსიტეტში აღარ დავდივარ! ახლა რასაც მინდა, იმას ვისწავლი, მინდა წავიკითხავ და მინდაარა. დაილოცოს თავისუფლება!


კომენტარები


სკოლები

გარემოსდაცვით ღონისძიებაში მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს

სიახლეები

2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილებები შევიდა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი რამდენიმე დღით 

საინტერესო

იმისათვის რომ არ გამოგრჩეთ რომელიმე სურვილი, წინასწარ ჩამოწერეთ ფურცელზე და წაიკითხეთ.


ჯილდოს საუკეთესო ათეულშია ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც 24 მარტს გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას 

იყო მასწავლებელი ნიშნავს, რომ საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და

სამასწავლებლო სკოლის შენობაში ერთერთი ყველაზე საინტერესო და აქტიური ადგილია

ეტალონი

დუშეთის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა ქარელის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 


ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება.


 საჩხერის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება

საზოგადოება