მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსწავლეებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების ექსტერნის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დადგინდა.
კერძოდ კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადად მიმდინარე წლის 18 თებერვლიდან - 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.
გამოცდის ჩატარების ვადად კი - მიმდინარე წლის 15 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით პერიოდი.
ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების პროგრამების დაძლევის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ რესურსცენტრებში.
იხილეთ ვრცლად ბრძანება.