სიახლეები
სიახლეები

„მასწავლებლები მშობლებს რეპეტიტორებისკენ აძლევენ მიმართულებას“ - ირინა აბულაძე
11-02-2019
-
+

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, დღეს მასწავლებლებს მოსწავლის ცოდნაზე ნაკლები პასუხისმგებლობა აქვთ აღებული და ისინი მიმართულებას მშობლებს რეპეტიტორებისკენ აძლევენ.

ამის შესახებ მან გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

განათლების მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ რეპეტიტორების ინსტიტუტი კორუფციული  და რისკის შემცველია. მისი განმარტებით, თუ საბჭოთა კავშირის დროს რეპეტიტორობა მძვინვარებდა იმიტომ, რომ კორუფციული სისტემა იყო, უმაღლეს სასწავლებლებში რომ მოწყობილიყვნენ, მერე დაიწყო დაბლა სვლა და ახლა ჩამოსულია საბაზო საფეხურის დასაწყისში.

„ახლაც არის ეს სისტემა კორუფციული სინამდვილეში და რისკის შემცველი, მაგრამ ამის გარდა სერიოზული ეთიკური პრობლემები აქვს. მასწავლებლები მშობლებს ეუბნებიან, წაიყვანე, მოამზადე. როგორც კვლევაში წერია, მასწავლებლები ამბობენ, რომ მე ამას ვეუბნები მშობლებს, რომლებსაც ვენდობი და ვუშვებ ჩემს მეგობართან. ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ამბობს რამდენი უნდა იყოს მასწავლებლის დატვირთვა და რა არის მისი ვალდებულება, რომ მოსწავლეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გაუკეთოს და გააძლიეროს ის უნარები, რაშიც მას გაძლიერება სჭირდება, ცხადია, ამას არავინ გააკეთებს, თუ მასწავლებელი არ იქნება დაინტერესებული მეტი სამუშაო საათები აიღოს. იცით რატომ არ უნდათ მეტი სამუშაო საათები აიღონ სტატუსის მქონე მასწავლებლებმა?! რაც უფრო მაღალი სტატუსი აქვს, მისი მომსახურება უფრო ძვირადღირებულია. მთლიანად დეგრადირებულია ყველაფერი - ეთიკურობიდან დაწყებული იმით, რაც გვაქვს. ბავშვმა შედეგს რომ მიაღწია, ახლა იმასაც ვერ ვხვდებით, ვისი დამსახურებაა - სკოლის, რეპეტიტორის თუ მშობლის“,- განაცხადა აბულაძემ.

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო

საზოგადოება