სიახლეები
რჩევები

რატომ სტკივა თავი მოსწავლეს - 10 მიზეზი, რომელთა შესახებ მშობლებმა უნდა იცოდნენ
16-01-2019
-
+


სკოლის მოსწავლეები ხშირად თავის ტკივილს უჩივიან - ზოგი, რა თქმა უნდა, სიმულირებს, რომ მეცადინეობას აარიდოს თავი, სხვა კი სერიოზულად ამბობს და გაკვეთილებზე იტანჯება.

გაიგეთ, რა შემთხვევაში უჩივის სკოლის მოსწავლე თავის ტკივილს და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ სასწრაფოდ ექიმს.

თავის ტკივილი ბავშვებს საკმაოდ ხშირად აწუხებთ. თუ თავის არეში ტკივილს ან არასასიამოვნო შეგრძნებას სკოლამდელი ასაკის ბავშვების 3-8% უჩივის, გარდატეხის ასაკში თავის ტკივილის პერიოდულ გამოვლინებას ბავშვების უმრავლესობა (სხვადასხვა კვლევების თანახმად 57-82%) აღნიშნავს.  

საბედნიეროდ, თითქმის, ყველა შემთხვევაში პროგნოზი ხელსაყრელია და სწორად შერჩეული დღის რეჟიმის, დაბალანსებული კვების, სასწავლო დატვირთვის ოპტიმიზაციის შემდეგ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მიიღწევა. 

თავის ტკივილი ხშირად რაიმე დაავადების სიმპტომია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმს მივმართოთ.  


ინფექციური დაავადებების დროს (მაგალითად: გრიპი) თავის ტკივილი შესაძლოა, საერთო სისუსტის, მაღალი ტემპერატურისა და ინტოქსიკაციის ფონზე გაჩნდეს. 

მწვავე ოტიტისა და სინუსიტის დროს (ჰაიმორიტი, ფრონტიტი) თავის ტკივილი შესაძლოა, იყოს საკმაოდ ინტენსიური, ხშირად იგი მძაფრდება ფიზიკური დატვირთვის დროს და ასევე, როდესაც ბავშვი ახველებს, კითხულობს, თავს ხრის ან გვერდით აბრუნებს.

მენინგიტის დროს, თავის ტკივილი შესაძლოა, მოულოდნელად გაჩნდეს, პირღებინებისა და ტემპერატურის მკვეთრი ზრდის ფონზე.

თავის ტკივილი შესაძლოა, იყოს ქალის შიდა წნევის მომატების ნიშანი. ასეთ შემთხვევაში თავის ტკივილი დილით ჩნდება შესაძლოა, ახლდეს გულისრევა, ძლიერდება ხველისა და კიბეზე ასვლის დროს. ასეთი სახის ტკივილები, დაკავშირებულია შიდა ქალის მომატებულ წნევასთან და შესაძლოა, დღის მანძილზე შესუსტდეს.

გარდა ამისა, თავის ტკივილი შესაძლოა, ტრავმის შემდეგ გაჩნდეს. ხანდახან ბავშვი უმნიშვნელოდ მიიჩნევს რომ წაიქცა, თავი დაარტყა, ამიტომ ძლიერი თავის ტკივილის დროს მშობლებმა ეს მომენტი უნდა გაითვალისწინონ. თუ ტრავმაა, მაშინ აუცილებელია ექიმს მიმართოთ. 

პირველადი თავის ტკივილები


პირველადი თავის ტკივილი დამოუკიდებელი მიზეზით ვითარდება და სხვა დაავადებით არ არის გამოწვეული. პირველადი თავის ტკივილებს ჯგუფს მიეკუთვნება შაკიკი, კლასტერული თავის ტკივილი და დაძაბვის თავის ტკივილი.

შაკიკს ახასიათებს ძლიერი, ხანგრძლივი პულსირებადი თავის ტკივილი. ტკივილი შესაძლოა, გაგრძელდეს სამი საათიდან სამ დღემდე.

ბავშვს შესაძლოა, ჰქონდეს გულისრევა, ღებინება, სინათლისა და ბგერების აუტანლობა. ფიზიკური დატვირთვის დროს ტკივილი შესაძლოა გაძლიერდეს.

შაკიკი, როგორც წესი, მემკვიდრეობითია. მისი ეფექტური მკურნალობის შერჩევა მარტივი არ არის, აუცილებელია ნევროლოგის კონსულტაცია.

მაგრამ გაცილებით ხშირად ბავშვებს დაძაბვის თავის ტკივილი აქვთ. რით არის ის გამოწვეული?

პირველ რიგში, კისრის კუნთების გადაჭარბებული დაძაბულობით. მაგალითად, თავის ტკივილი შესაძლოა, გაჩნდეს სპორტის გაკვეთილის შემდეგ, თუ გაუვარჯიშებელმა ბავშვმა ბევრი იმოძრავა, ირბინა, იხტუნავა. ან პირიქით, იმის გამო, რომ ბავშვი დიდი დროს ატარებს თითქმის, უმოძრაოდ.

აღსანიშნავია, რომ სტრესმა და ზედმეტმა მღელვარებამ ასევე შესაძლოა კუნთების სპაზმი და თავის ტკივილი გამოიწვიოს.

თავის ტკივილის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს - მხედველობის პრობლემა. ბავშვი, როცა ცუდად ხედავს თვალებს ძაბავს. თვალების გამუდმებული დაძაბვა ასევე თავის ტკივილს იწვევს.


როდის უნდა მივმართოთ სასწრაფოდ სამედიცინო დახმარებას:

  • თუ თავის ტკივილი ყოველდღიურად მატულობს
  • დილის საათებში ჩნდება
  • თან ახლავს გულისრევა და პირღებინება
  • იზრდება ტემპერატურის მატების პარალელურად
  • უფრო ინტენსიური ხდება თავისა და სხეულის მდგომარეობის შეცვლისას
  • ხანგრძლივია და წამლების მიღების შემდეგ არ ნელდება

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და მიწვეული სტუმრები, რომლებიც ამ დღით აღფრთოვანებულები დარჩნენ
სასკოლო საზოგადოების ჩართულობითა და დირექციის მხარდაჭერით შეგროვდა მაკულატურა
„ყველა საგანი უკავშირდება სხვა რომელიმე სფეროს და ინტეგრირება ხდება სხვადასხვა საგანთან“
 
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
საინტერესო
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება