ქუთაისის სამედიცინო უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა
12-12-2018
დაკოპირებულია
-
+
განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის 11 დეკემბერს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ საზოგადოებრივ კოლეჯ შპს ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმა.
აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2018 წლის 11 დეკემბრიდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.