სიახლეები
სკოლები

ქისტაურის საჯარო სკოლაში კლასში არსებული გამოწვევების შესახებ კვლევა ჩატარდა
07-12-2018
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის ქისტაურის საჯარო სკოლის VIII კლასში შიდა საკლასო კვლევა-პროექტი გაიმართა. 

სამკვირიანი კვლევა კლასში არსებული პრობლემების შესახებ ჩატარდა. 

კვლევის მიზანი იყო: გამოკვეთა იმ ძირითადი პრობლემების, რომლებიც ყველაზე მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ მოსწავლეები, მიგნება არსებული პრობლემების გამომწვევი მიზეზების და მათი მოგვარების გზები.

კვლევის პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა შექმნეს ჯგუფები, რომლებშიც გაერთიანდნენ იმის მიხედვით, თუ რა საერთო სიძნელეები შეექმნათ სასწავლო პროცესში. მეორე ეტაპზე ჯგუფებმა დაიწყეს დამოუკიდებლად მუშაობა, შეადგინეს კითხვარები, აიღეს ინტერვიუები შესაბამის პიროვნებებთან, მიიღეს საჭირო კონსულტაციები მასწავლებლებისგან, მშობლებისგან, თანატოლებისგან, გაეცნენ ლიტერატურას თემატურ პრობლემასთან დაკავშირებით და მესამე, ბოლო ეტაპზე წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით დასკვნები, საკუთარი მიგნებები, თავიანთი პრობლემების გადაჭრის გზები.

„კვლევა ნაყოფიერი იყო იქიდან გამომდინარე, რომ მოსწავლეები თავად ფიქრობდნენ, მსჯელობდნენ, აანალიზებდნენ და დასკვნებიც გამოიტანეს საკუთარი სიძნელეების, პრობლემების შესახებ. პროექტმა გამოამჟღავნა მათი სერიოზული, მეტად დაინტერესებული მიდგომა  საკუთარი სწავლების მეთოდების, ქცევების დაკვირვების და გაუმჯობესების შესახებ არის დიდი მოლოდინი იმის, რომ მოსწავლეები სერიოზულად და მოტივირებულად მიუდგებიან საკუთარი მუშაობის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც დადებითად აისახება  სასწავლო პროცესის განმავლობაში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება