წერთელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის თემაზე ნახატები შექმნეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის, წერთელის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის თემაზე ნახატები შექმნეს.
მეექვსეკლასელების ნამუშევრები კლასში გამოიფინა. აქტივობას პედაგოგი ნატო ტალახაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები