იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო კუჭაშვილი ფოლკლორის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის ლაურეატის დიპლომით დაჯილდოვდა
04-12-2018
დაკოპირებულია
-
+
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, იანეულის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ნინო კუჭაშვილი საქართველოს სახალხო არტისტის გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის VIII საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის ლაურეატის დიპლომით და მედლით დაჯილდოვდა.
ნინო კუჭაშვილი ჩოხატაურის კულტურის ცენტრის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსაბლის „ილეკროს“ მოცეკვავეა.
სკოლა აღსაზრდელს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.