ახალციხის N3 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ლეპტოპებით დააჯილდოვეს
ახალციხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ლეპტოპებით დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ცერემონიალი ახალციხის ციხის ციტადელზე გაიმართა.
მოსწავლეებს ლეპტოპები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცათ. სკოლიდან სულ 8 მოსწავლე დაჯილდოვდა.
ახალციხის N3 საჯარო სკოლა ულოცავს მათ და წარმატებებსა და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები