სიახლეები
სიახლეები

როდის გახდება ცნობილი სად და რომელ პროფესიულ პროგრამებზე ჩაირიცხნენ აპლიკანტები
08-11-2018
-
+

აპლიკანტებისთვის, რომლებმაც პროფესიულ პროგრამებზე ჩასარიცხად ტესტირება დაწერეს, დღეს მიღებული ქულები გახდა ცნობილი. 

თუმცა, როგორც Etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, საბოლოო პასუხები თუ რომელ პროგრამებზე ჩაირიცხნენ ცნობილი 25 ნოემბრამდე გახდება. მანამდე კი მათ არჩეული პროგრამებში პრიორიტეტების ჩამონათვალის ცვლილება შეუძლიათ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, პროფესიული ტესტირების შედეგების გასაცნობად, პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულმა პირებმა უნდა მიმართონ სარეგისტრაციო ცენტრებს. ხოლო ონლაინ რეგისტრირებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ ტესტირების შედეგებს გაეცნონ ვებ-გვერდზე: vet.emis.ge

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ტესტირება მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ჩატარდა.

ცნობისთვის, პროფესიულ ტესტირებაზე წელს 10 850 აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდაზე 8 000-მდე აპლიკანტი გამოცხადდა, ხოლო თავისუფალი ადგილების რაოდენობა კი 5 853-ია.

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო

საზოგადოება