მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, მასწავლებელთა სქემაში გადანაწილების დამატებითი ვადები განისაზღვრა.
ბრძანება სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
ბრძანების მიხედვით, მასწავლებელთა სქემაში გადანაწილების დამატებითი ვადა განისაზღვრა 2018 წლის 6 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც 2015 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით მოქმედი მასწავლებლები იყვნენ.