სიახლეები
რჩევები

როგორ შევარჩიოთ სასკოლო ტანსაცმელი - რჩევები მშობლებს
08-09-2019
-
+


ახალი სასწავლო წელის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და შესაბამისად მშობლები ბავშვის სასკოლოდ მომზადებაში აქტიურად არიან ჩართულნი.

საყიდლებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვნელოვანესი პუნქტია - სასკოლო ტანსაცმელი. სამოსი ბავშვს ნახევარი დღე უნდა ეცას, ამიტომ ის უნდა იყოს - უსაფრთხო, მოსახერხებელი, ხარისხიანი, ნატურალური მასალისგან შეკერილი და რა თქმა უნდა, ლამაზი. სამწუხაროდ, ისეთი ტანსაცნლის პოვნა, რომელიც ყველა ამ მოთხოვნას შეესაბამება, არც ისე მარტივია.

მანამდე კი სანამ, საყიდლებზე წახვალთ, კლასის ხელმძღვანელთან გადაამოწმეთ, თქვენს სკოლაში მოსწავლეთა ჩაცმის გარკვეული წესი ხომ არ არსებობს და თუ მოქმედებს რამდენად მკაცრია ის.

რა ჩავაცვათ სწავლის დაწყების პირველ დღეს? - ალბათ, ეს საკითხი ბევრ მშობელს აწუხებს. გახსოვდეთ, რომ პირველი ზარი თქვენი შვილისთვის ზეიმად უნდა იქცეს. ტანსაცმელი სიტუაციის შესატყვისი უნდა იყოს და ამასთან ერთად, საზეიმო და ნეთელ ფერებში, რადგან ყველა მშობელს სურს მისი შვილი, სხვებისგან გამოირჩეოდეს. 

თუ სასწავლო დაწესებულებაში ფორმა არსებობს, პირველ დღეს მოსწავლე სწორედ მას მოირგებს, იმ შემთხვევაში კი თუ მკაცრი წესები არ მოქმედებს, მაშინ ფართო არჩევანი გაქვთ და შეგიძლიათ სასკოლო მოდის ბოლო ტრენდებს გადახედოთ.

ამასთან, როგორც პირველი დღის, ისე მთელი წლის სასკოლო ტანსაცმლის შერჩევისას, მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ პირველკლასელებს, 6-7 წლის ასაკში უკვე საკუთარი გემოვნება აქვთ და ამიტომ ტანსაცმელი პირველ რიგში მათ უნდა მოსწონდეთ.

etaloni.ge სასკოლო ტანსაცმლის შერჩევის მარტივ წესებს გთავაზობთ:

ნაჭერი - სკოლის ტანაცმლის არჩევისას, რა თქმა უნდა, უპირატესობა მიანიჭეთ, სამოსს, რომელიც ნატურალური მასალისგან არის შეკერილი. სინთეტიკის ხანგრძლივი ტარება მოსწავლის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რადგან ხელოვნური მასალისგან დამზადებულ ტანსაცმელში სხეული „არ სუნთქავს“, ამიტომ, შესაძლოა გაჩნდეს ალერგიული რეაქცია, მათ შორის - სუნთქვის გართულება და გამონაყარი. გარდა ამისა, სინთეტიკურ ტანსაცმელში ბავშვი მუდმივად გაოფლიანდება და შესაბამისად ორპირში ყოფნისას გაცივდება. განსაკუთრებით ეს ეხება პერანგებს, რომელიც ბავშვის სხეულს პირდაპირ ეხება.

ზომა - არ უყიდოთ ბავშვს დიდი ზომის ტანსაცმელი, იმ მიზნით რომ მომავალ წელსაც ჩააცმევთ. რა თქმა უნდა, ზუსტი ზომის აღებასაც აზრი არ აქვს - ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან.

მაგრამ თუ თქვენ ირჩევთ ტანსაცმელს, ზომაში სერიოზული მარაგით, ბავშვი ასეთ ტანსაცმელში თავს არაკომფოტრულად იგრძნობს და ამასთან, ულამაზოც იქნება. ამასთან, ბავშვები იმდენად აქტიურები არიან, რომ იმაზე ადრე გაცვეთენ სამოსს, ვიდრე ტანსაცმლის ზომამდე გაიზრდებიან.

იმისთვის, რომ სწორად განსაზღვროთ ზომა, აუცილებელია მოსწავლის სიმაღლის, გულმკერდის და თეძოს გარშემოწერილობისა გაზომვა. სწორედ ეს პარამეტრებია მითითებული ტანსაცმლის ეტიკეტზე. რა თქმა უნდა, უკეთესია საყიდლებზე ბავშვთან ერთად თუ წახვალთ, რომ ნახოთ როგორ დგას ტანსაცმელი ვაჟის ან ქალიშვილის ტანზე.  ბავშვს სთხოვეთ ტანსაცმელში გაიაროს, ჩამოჯდეს - ასე შეამჩნევთ, მოსახერხებელია თუ არა ბავშვისთვის შერჩეული სამოსი.

უპირატესობა მიანიჭეთ თავისუფალ მოდელებს - პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ბავშვმა ტანსაცმელში შებოჭილად არ იგრძნოს თავი. მეორეც, გახსოვდეთ, რომ იგი მუდმივად იზრდება, ამიტომ ვიწრო შარვლები და მკაცრ ფორმებიანი მოდელები არ გამოგვადგება.

კარგია, თუ ნაჭრის შემადგენლობაში ელასტინი იქნება. ასეთ ტანსამელში ბავშვი თავს უფრო თავისუფლად იგრძნობს.

ფერი - სკოლის ტანსაცმლის ფერის არჩევისას, გაითვალისწინეთ, რომ პასტელური და მუქი ფერები უფრო მოსახერხებელია. მასზე ლაქა არ შეიმჩნევა და მარტივად არ ხუნდება. 

ფსიქოლოგების აზრით, კი მწვანე და ლურჯი ფერი ტვინის მუშაობას ააქტიურებს, შინდისფერი კი დისციპლინისა და თავდაჯერებულობის ხელშემწყობია, ნაცრისფერი კი დამამშვიდებლად მოქმედებს. 

ხარისხი - ტანსაცმლის შეძენისას, ყურადღება მიაქციეთ შეკერვის ხარისხს: რამდენად სწორია ნაკერი. წაიკითხეთ მწარმოებლისა და მისი მოვლის შესახებ ინფორმაცია.

ხარისხიანი სკოლის ტანსაცმელი გარეცხვიას არ იწელება და არ „დგება“.

ფეხსაცმელი - განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმლის არჩევას. შეეცადეთ უპირატესობა მიანიჭეთ ტყავის, ნატურალურ ფეხსაცმელს, რადგან მისი ტარება ბავშვს ნახევარი დღის მანძილზე მოუწევს და ამ ფეხსაცმელით ირბენს შესვენებებზე.

არ შეარჩიოთ ვიწრო, მჭიდრო ფეხსაცმელი. თუ ბავშვი ბრტყლეტერფიანია, ყურადღება მიაქციეთ ორთოპედიულ მოდელებს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება