სიახლეები
საინტერესო

7 ნივთი, რომელსაც სკოლისთვის იყიდით, მაგრამ არ გამოგადგებათ
21-08-2018
-
+


სწავლის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება, მშობლებიც ახალი სასწავლო წლისთვის მოსამზადებლად შვილებს უამრავ ნივთს ყიდულობენ, რომელთა ნაწილი მოსწავლემ შესაძლოა, არც კი გამოიყენოს. 

გთავაზობთ ნივთების სიას, რომელიც მოსწავლეს როგორც დაწყებით, ისე მაღალ კლასებში სავარაუდოდ, არ გამოადგება. 

გამოსასვლელი ტანსაცმელი

ყველა მშობელს უნდა, მისი შვილი სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველაზე ლამაზი იყოს. ამიტომ ამ მიზნის მისაღწევად ფულს არ ზოგავენ, ყიდულობენ პიჯაკებს, ჰალსტუხებს, კლასიკურ ფეხსაცმელს, რომელთაც ბავშვი ერთხელ თუ ჩაიცვამს, მომავალ წელს კი დაუპატარავდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბავშვის კლასიკური ტანსაცმელი საკმაოდ ძვირია. სწავლის პირველ დღეს კი თეთრი პერანგიც საკმარისია. ლამაზ, მაგრამ არაპრაქტიკულ ტანსაცმელს, რომელსაც ბავშვი მეტჯერ აღარ ჩაიცვამს, სჯობს მოსახერხებელი სამოსი შეიძინოთ. 

სქელტანიანი ლექსიკონები და ენციკლოპედიები

სქელყდიანი ლექსიკონები და ენციკლოპედიოები ოჯახში ალბათ ყველას მოგვეპოვება. ბავშვმა, რა თქმა უნდა, შესაძლოა ისინი საშინაო დავალებების მოსამზადებლად გამოიყენოს კიდეც, მაგრამ მსხვილტანიანი წიგნების სპეციალურად ყიდვა საჭირო არ არის, რადგან დიდი ალბათობით მათ არ გამოიყენებს. ბავშვისთვის ბევრად მარტივია ინტერნეტში ე.წ „დაგუგვლა“.

ძვირადღირებული და უსარგებლო კანცელარია

სკოლის მოსწავლეს პრემიუმკლასის კალამი ნამდვილად არ სჭირდება ან ძვირადღირებული ზეთის საღებავები, რომლის გამოყენების უფლება გაკვეთილზე შეიძლება არც კი მისცენ. თუ ბავშვი პატარაა, მაშინ, სავარაუდოდ, კალამს რამდენჯერმე დაკარგავს კიდეც.

რა საჭიროა ძვირადღირებული აქსესუარების ყიდვა, როდესაც გეომეტრიული ნაკრებიდან შესაძლოა, მხოლოდ უბრალო ფარგალი გამოიყენოს. 

მინი ლაბორატორია

ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის გაკვეთილების ყველაზე საინტერესო ნაწილი, რა თქმა უნდა, ცდებია. ცდების ჩატარება ძალიან საინტერესოა, მაგრამ ასეთ საშინაო დავალებებს არ იძლევიან, სკოლაში კი ყველა აუცილებელი ნივთია. ზოგიერთი მშობელი შვილს მიკროსკოპსა და ქიმიური ცდების ნაკრებს მაინც ყიდულობს, როგორც კი ცხრილში შესაბამის საგანს ხედავს. ასეთი აღჭურვილობა კი ძალიან ძვირია, ამასთან მათი მოხმარების დროს ბავშვს ზრდასრულების ყურადღება სჭირდება. 

გლობუსი

სასკოლო ნივთების მაღაზიაში გლობუსების დიდი არჩევანია და ის ოთახის გასაფორმებელი ნივთი უფროა, ვიდრე სასკოლო. გეოგრაფიის გაკვეთილებზე ატლასებს იყენებენ: ერთ გვერდზე ფიზიკური რუკაა, მერეზე პოლიტიკური, მესამზე - რესურსების და ეს ყველაფერი ერთ თხელ წიგნშია თავმოყრილი. 

კონტურული რუკები

თითოეულ მასწავლებელს სწავლებისადმი საკუთარი მიდგომა აქვს. ზოგიერთი ისტორიის მასწავლებელი სასწავლო პროცესის დროს რუკებს იყენებს, ამიტომ უკეთესია კრებას ან პირველ გაკვეთილს დაესწროთ და კონტურული რუკები შემდეგ შეიძინოთ.

წიგნის დასადები

წიგნის დასადები სკოლასთან ასოცირდება, მაგრამ სინამდვილეში ბევრ უხერხულობას ქმნის. ფურცლის გადასაშლელად, უფრო მეტი დრო იხარჯება, ხოლო თუ ბავშვს ეჩქარება, შესაძლოა, დააზიანოს ან დახიოს კიდეც ფურცელი. ასეთი დასადები ასევე არამყარი და დავარდნისას ხმაურიანია.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება