სიახლეები


სად ხვდებიან მზრუნველობამოკლებული ბავშვები 18 წლის შემდეგ
16-08-2018
-
+


მიუსაფარ ბავშვთა პრობლემაზე სახელმწიფოსთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებიც მუშაობენ. სოციალური მუშაკები ოჯახის მზრუნველობამოკლებულ ან ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა გამოვლენასა და დაცვას ცდილობენ. საქართველოში ამ საკითხის აქტუალობას და პრობლემის არსებობას UNICEF-ის კვლევაც ადასტურებს.  როგორც წესი, 18 წლამდე ასაკის მოზარდები სხვადასხვა საოჯახო ტიპის დაწესებულებებში ხვდებიან, ხოლო 18 წლის შემდეგ 18+ პროგრამაში. რაც გულისხმობს ამ ასაკის პირთა კვლავ საოჯახო ტიპის დაწესებულებაში ცხოვრებას, შემდეგ კი უკვე ნახევრადდამოუკიდებელ აქტივობას. 18+ პირები იღებენ განათლებას, საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის კონსულტაციას და ასევე, სამსახურისთვის საჭირო უნარ-ჩვევებსაც იძენენ. 

18 წლის შემდეგ ოჯახის მზრუნველობამოკლებული პირების ცხოვრების შესახებ „ახალგაზრდული სახლის“ პედაგოგი ავთანდილ ჩუბინიძე გვესაუბრა. 

18 წელზე მეტი ასაკის ოჯახური მზრუნველობის გარეშე დატოვებული პირების დაცვა მსოფლიოში აქტუალური საკითხია. ჩვენ ასეთ პირებზე 6 წლიან მზრუნველობას ვახორციელებთ, რაც გულიხმობს იმას, რომ 3 წელი ჩვენთან არიან, შემდეგი 3 წელი კი მათთვის ბინებს ვქირაობთ, რაც ნახევრადდამოუკიდებელი ცხოვრების ეტაპია. ახალგაზრდები ამ დროსაც ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.  

ამჟამად ჩვენთან თორმეტი ახალგაზრდა ცხოვრობს, რომელთა ასაკიც 18 წელზე მეტია. 38 პირს კი ბინა ვუქირავეთ, ანუ ნახევრადდამოუკიდებელ ცხოვრებას ეწევიან. ისინი მუშაობენ და სწავლობენ.. 

- როგორ უნდა მოხვდეს ახალგაზრდა თქვენთან?

- სოციალური სააგენტოს მეშვეობით. პირი, რომელსაც ჩვენი მზრუნველობა სჭირდება, თავისი რაიონის მიხედვით სოციალურ სააგენტოს მიმართავს და ისინი ანაწილებენ ჩვენთან. 

მცირე საოჯახო ტიპის სახლი გვაქვს. ვასწავლით პროფესიულ კოლეჯებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში; ასევე, გვყავს ფსიქოლოგები, დასაქმების კონსულტანტი, ვცდილობთ ინდივიდუალურად განვსაზღვროთ ახალგაზრდის შესაძლებლობები და სურვილები. 

- და როგორ ვითარდება ახალგაზრდების ცხოვრება, როცა თქვენს სახლს ტოვებენ? 

- ის პირები, რომლებიც ამოწურავენ ჩვენს 6 წლიან პროგრამას, როგორც წესი, ბრუნდებიან ოჯახში, ან იწყებენ სამსახურს. ასევე არსებობს ბინით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა სტანდარტისა და კრიტერიუმის გათვალისწინებით, უსახლკაროთათვის მუდმივი თავშესაფრის შეძენასაც გულისხმობს. 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება