„ნუცას ბაღი“ თქვენს პატარებს ჯადოსნურ სამყაროში იწვევს
17-08-2018
დაკოპირებულია
-
+
„ნუცას ბაგა-ბაღი“ ყველაზე პატარა ფერიებსა და გმირებს იწვევს ჯადოსნურ სამყაროში.
ფერად ოჯახში ბავშვების მიღება იწყება (8 თვიდან 6 წლამდე). ბაღში ბავშვებისთვის სიყვარულით, სითბოთი და სიხარულით სავსე გარემოს ქმნიან.
დაცული, ღია და ნათელი ოთახები, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, კეთილმოწყობილი და გამწვანებული ეზო, სამჯერადი სრულყოფილი კვება - ეს ის გარემოა, სადაც თქვენს შვილებს ინდივიდუალური და ნოვატორული მიდგომებით სამყაროს გააცნობენ, ქართულს, ინგლისურსა და რუსულს შეასწავლიან, ციფრებს შეაყვარებენ და სიმღერის, ცეკვისა და თეატრალურ ნიჭს განუვითარებენ.
პატარების ბედნიერ და წარმატებულ მომავალზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი: ბავშვთა ფსიქოლოგი, ფილოლოგი, ლოგოპედი, მსახიობი, თეატრმცოდნე და ანიმატორთა ჯგუფი იმუშავებს.
„ნუცას ბაგა-ბაღი“ თქვენს შვილებზე ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, 09:00 - დან 20:00 საათამდე იზრუნებს. თანაც შეგიძლიათ, ბაღის ადგილმდებაროება სახლთან ახლოს შეარჩიოთ, გთავაზობთ 3 ფილიალს: ც. დადიანის N259 ; ე. მანჯგალაძის N15; გ. ისაკაძის N17. „ნუცას ბაგა-ბაღი“ სიყვარულით გელით! იხილეთ ფოტოები: