„სკოლაში ახალგაზრდა საზოგადოებაში ინტეგრაციას სწავლობს“- ბლიცინტერვიუს სტუმარი მიქავას თემის N1 საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორია
13-08-2018
დაკოპირებულია
-
+
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.
5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
დღეს საკუთარ ხედვებს მიქავას თემის N1 საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი გურანდა საჯაია გაგვიზიარებს:
სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლეები სწავლა-განათლებას იღებენ და საზოგადოებაში ინტეგრაციას სწავლობენ.
საუკეთესო მოსწავლე არის სწავლაში წარჩინებული და საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართული ახალგაზრდა. პედაგოგი ფასობს მოსწავლეებთან სწორი სტრატეგიული მიდგომებით, თვითგანვითარებაზე ზრუნვითა და ავტორიტეტულობით. დირექტორი უნდა იყოსკარგი მენეჯერი, სამართლიანი და მუდმივად წინსვლაზე ორიენტირებული. განათლება არის ქვეყნის განვითარების ერთერთი გარდაუვალი და განმსაზღვრელი ფაქტორი.