სიახლეები


წიგნები, რომლებსაც საფუძვლად სოციალური მოძრაობები და რევოლუციები დაედო
27-07-2018
-
+


სახალხო მოძრაობები და რევოლუციები, რომლებიც პატრიოტული სულისკვეთებითაა განმსჭვალული ხშირად გამხდარა ფილმების, წიგნებისა თუ მუსიკის შექმნის მიზეზი. 

აშკარაა, რომ მსგავსი ნაწარმოებები ძველად უფრო მეტი იქმნებოდა და თან ისეთი, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას. 

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, რომელსაც საფუძვლად რევოლუციური მოძრაობები და პროტესტი დაედო. 

ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ 1945 წელს გამოქვეყნდა. წიგნზე დიდი ზეგავლენა მოახდინა 30-იანი წლების ესპანურმა სამოქალაქო ომმა. წიგნში ორუელი მკაცრად აკრიტიკებს ტოტალიტარიზმს. დიდი ალბათობით, რომანი 1917 წლის შემდგომი რუსეთის საზოგადოებას ასახავს, ნაპოლეონი და სნოუბოლი კი, სტალინისა და ტროცკის პაროდიაა. 

„მხევლის წიგნი“ ერთ-ერთია იმ წიგნთაგან, რომელიც ფემინისტურ მოტივებზეა დაწერილი და 60-70 წლების ქალთა მოძრაობის გავლენა იგრძნობა. წიგნი მარგარეტ ეტვუდის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელზეც 2017 წელს Netflix-მა სერიალი გადაიღო. 

ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ 1960 წელს გამოქვეყნდა, მაშინ როცა ამერიკაში სამოქალაქო მოძრაობა იყო გააქტიურებული. ნაწარმოები ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა რასიზმი და საზოგადოებრივ ფენებს შორის დაპირსპირება. ჯინ ლუიზას თვალით დანახული სამყაროს ამბავი ლიმ მეორე წიგნშიც „მიდი, დააყენე დარაჯი“ განავრცო. 

ბორის პასტერნაკის ყველაზე პოპულარული ნაწარმოები „ექიმი ჟივაგო“ პირველად იტალიაში, 1957 წელს გამოქვეყნდა. ექიმ ჟივაგოს, რომელიც ფრონტის წინა ხაზზე ექიმად მუშაობს, მრავალ სოციალურ თუ პოლიტიკურ თემებთან უწევს დაჯახება, მათ შორის ომები და საკუთარი თავი, რომელსაც მთელი რომანის განმავლობაში ებრძვის.  

და ბოლოს, 1862 წლის შედევრი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია საფრანგეთისა და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკათა შორის. ვიქტორ ჰიუგოს „საბრალონი“ ეხება არა მარტო საფრანგეთის გაჭირვებულ ფენას, არამედ მთელ ფრანგულ საზოგადოებას. წიგნში ავტორი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა ქალის ზნეობრივი დაცემა სიღარიბის გამო და ადამიანების დამცირება მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. 

თქვენ რომელ წიგნებს დაამატებდით? 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება