მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე აპლიკანტთა 67%-ზე მეტი გამოცხადდა
20-07-2018
დაკოპირებულია
-
+
დღეს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტები გამოცდებს შემდეგ საგნებში აბარებენ - ქართული როგორც მეორე ენა, უცხოური ენა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე 67%-ზე მეტი გამოცხადდა.
მათივე მონაცემებით, მასწავლებელთა გამოცდაზე ჯამში დაახლოებით 20 950 აპლიკანტია დარეგისტრირებული. აქედან ნაწილი მოქმედი მასწავლებელია, ნაწილი კი მასწავლებლობის მსურველი.