„საბავშვო ბაღებში სკოლებზე უფრო მძიმე ვითარებაა“ - ნინო ლომჯარია
19-07-2018
დაკოპირებულია
-
+
„საბავშვო ბაღებში საგანგაშო მდგომარეობაა“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ისაუბრა. „ვითარება საბავშვო ბაღებში სკოლებზე უფრო მძიმეა - არის გადატვირთულობის პრობლემა, ხშირ შემთხვევაში საგანგაშოა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, რეაბილიტაციას საჭიროებს არა ერთი ბაღი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტი რიგგარეშე სხდომის ფორმატში ისმენს.